123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან

123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან

"მსოფლიო რაგბის" საფუძველი შორეულ 1886 წელს ჩაეყარა, როდესაც რაგბი-ფეხბურთის საერთაშორისო საბჭო დაარსეს. ორგანიზაცია დუბლინში ირლანდიამ, უელსმა და შოტლანდიამ დაარსეს, რომელთაც 1890 წელს ინგლისიც შეუერთდა. 

მომდევნო წევრებს კი ნახევარ საუკუნეზე მეტი მოუწიათ ლოდინი და ავსტრალია, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა მხოლოდ 1949 წელს მიიღეს ორგანიზაციაში. საფრანგეთს კი, რომელიც იმის მიუხედავად, რომ 5 ერში თამაშობდა, 1978 წლამდე მოუწია მოცდა. 

ორგანიზაციამ რეალური გაფართოება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველი მსოფლიო თასის ჩატარება გადაწყვიტა და 1987 წელს წევრი ქვეყნების რაოდენობა რვიდან 17-მდე გაიზარდა, ხოლო 1988 წლიდან პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო და 2000 წლამდე ორგანიზაციაში, რომელსაც 1998 წელს სახელწოდება შეეცვალა, ფეხბურთი ჩამოშორდა და რაგბის საერთაშორისო საბჭოდ იქცა, 88 ქვეყანა იყო გაწევრიანებული. საქართველო ორგანიზაციაში 1992 წელს მიიღეს.

დღეისთვის, აწ უკვე "მსოფლიო რაგბიში" (2014 წლიდან) 123 მოქმედი წევრია: 102 სრულფასოვანი და 21 ასოცირებული, ხოლო 4 წევრი სხვადასხვა მიზეზების გამო დასაჯეს და ორგანიზაციიდან მოკვეთეს. გთავაზობთ ყველა ამ ქვეყნის ჩამონათვალს და მათი გაწევრიანების თარიღს.

სრულფასოვანი წევრები

# ქვეყანა მიღების წელი
1 შოტლანდია 1886
2 უელსი 1886
3 ირლანდია 1886
4 ინგლისი 1890
5 ახალი ზელანდია 1949
6 ავსტრალია 1949
7 სამხრეთ აფრიკა 1949
8 საფრანგეთი 1978
9 არგენტინა 1987
10 კანადა 1987
11 იტალია 1987
12 იაპონია 1987
13 აშშ 1987
14 ზიმბაბვე 1987
15 ფიჯი 1987
16 ტონგა 1987
17 რუმინეთი 1987
18 ბელგია 1988
19 ტაივანი 1988
20 დანია 1988
21 კოტ დ'ივუარი 1988
22 მალაიზია 1988
23 მოროკო 1988
24 ჰოლანდია 1988
25 პოლონეთი 1988
26 ესპანეთი 1988
27 შვედეთი 1988
28 ტუნისი 1988
29 სამოა 1988
30 სერბეთი 1988
31 ჩეხეთი 1988
32 ჰონგ კონგი 1988
33 ისრაელი 1988
34 სამხრეთ კორეა 1988
35 პორტუგალია 1988
36 შრი ლანკა 1988
37 შვეიცარია 1988
38 გერმანია 1988
39 პარაგვაი 1989
40 ურუგვაი 1989
41 სინგაპური 1989
42 ტაილანდი 1989
43 კენია 1990
44 ნამიბია 1990
45 რუსეთი 1990
46 ანდორა 1991
47 ჩილე 1991
48 უნგრეთი 1991
49 ლატვია 1991
50 ლუქსემბურგი 1991
51 საქართველო 1992
52 ლიეტუვა 1992
53 ბერმუდა 1992
54 ავსტრია 1992
55 ბულგარეთი 1992
56 ხორვატია 1992
57 ტრინიდადი და ტობაგო 1992
58 უკრაინა 1992
59 ნორვეგია 1993
60 პაპუა ახალი გვინეა 1993
61 ტაიტი 1994
62 მოლდოვა 1994
63 ბაჰამა 1994
64 ბოტსვანა 1994
65 კუკის კუნძულები 1995
66 ზამბია 1995
67 გაიანა 1995
68 ბარბადოსი 1995
69 ბრაზილია 1995
70 ბოსნია და ჰერცოგოვინა 1996
71 იამაიკა 1996
72 ჩინეთი 1997
73 კაიმანის კუნძულები 1997
74 ყაზახეთი 1997
75 უგანდა 1997
76 მადაგასკარი 1998
77 მონაკო 1998
78 ესვატინი (2018 წლამდე სვაზილენდი) 1998
79 გუამი 1998
80 ვენესუელა 1998
81 კოლუმბია 1999
82 ინდოეთი 1999
83 ნიუე 1999
84 პერუ 1999
85 სენეგალი 1999
86 სოლომონის კუნძულები 1999
87 ვანუატუ 1999
88 მალტა 2000
89 ფინეთი 2001
90 სენტ-ვინსენტი და გრენადინები 2001
91 მექსიკა 2006
92 პაკისტანი 2008
93 ფილიპინები 2008
94 მავრიკი 2009
95 ამერიკული სამოა 2012
96 არაბეთის გაერთიანებული საამიროები 2012
97 ინდონეზია 2013
98 უზბეკეთი 2014
99 კოსტა რიკა 2014
100 რუანდა 2015 
101 სლოვენია 2016
102 განა* 2017

* განა "მსოფლიო რაგბიში" 2004 წელს ასოცირებულ წევრად მიიღეს, ხოლო 2017 წელს სრულფასოვანი წევრი გახდა.

ასოცირებული წევრები:

# ქვეყნები მიღების წელი
1 ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები 2001
2 ტანზანია 2004
3 ტოგო 2004
4 მალი 2004
5 ბურუნდი 2004
6 აზერბაიჯანი 2004
7 ყირგიზეთი 2004
8 მონღოლეთი 2004
9 ლაოსი 2004
10 სენტ-ლუსია 1996
11 ირანი 2010
12 ბრუნეი 2013
13 კვიპროსი 2014
14 გუატემალა 2016
15 სლოვაკეთი 2016
16 ბურკინა ფასო 2018
17 ლიბანი  2018
18 ალჟირი 2019
19 იორდანია 2020
20 ყატარი 2020
21 თურქეთი 2020

* საბერძნეთმა, კამბოჯამ, მავრიტანიამ, არაბეთის ზღვის ყურის გაერთიანებულმა კავშირმა (შედიოდნენ: არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კუვეიტი და ომანი) "მსოფლიო რაგბის" წევრის სტატუსი წესების დარღვევის გამო დაკარგეს.

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა