ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა

ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა

"მონპელიე" ტოპ 14-ში მეოთხე გუნდია, რომელმაც მომდევნო სეზონისთვის მოთამაშეებს ხელფასი ოფიციალურად შეუმცირა.

გუნდის კაპიტანმა ლუი პიკამოლმა, რომელიც მორაგბეების წარმომადგენელი გახლდათ, "მონპელიეს" პრეზიდენტ მოჰამედ  ალტრადთან შეხვედრა გამართა და ხელფასების დაკლებაზე შეთანხმება მიღწეული იქნა. 

"შეთანხმება მიღწეულია. ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ დეტალების შესახებ, თუ რამდენი პროცენტით იქნა მორაგბეების ხელფასი შემცირებული", - განაცხადა ალტრადმა.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მორაგბეებს ჯამაგირი დაახლოებით 12%-ით შეუმცირდებათ, თუმცა გარკვეული თანხის  ამოღება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო სეზონში კლუბი კარგ შედეგებს აჩვენებს. აღსანიშნავია, რომ მორაგბეებმა  აპრილში ნებაყოფლობით უკვე შეიმცირეს ხელფასები, ხოლო "მონპელიეს" დირექტორმა ფილიპ სენ-ანდრემ, რომელიც თანამდებობაზე მარტში დაინიშნა, თქვა, რომ ანაზღაურება 26%-ით დაიკლო.

გეტყვით, რომ "მონპელიემდე" ხელფასების შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს: "ტულუზმა", "ტულონმა" და "კასტრმა".

"მონპელიეს" ძირითადი გუნდის და ესპუარების ღირსებას 2019/2020 წლების სეზონში იცავდნენ: მიხეილ ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა, უჩა ჭეიშვილი, ლუკა აზარიაშვილი, ალექსი ჭიჭიაშვილი, კონსტანტინე მიქაუტაძე, გიგი ლეშკაშელი და გელა აფრასიძე. მომდევნო სეზონში ერთწლიანი იჯარით "ბიარიცში" ითამაშებენ ჭეიშვილი და აზარიაშვილი, ხოლო მიქაუტაძეს კონტრაქტი დაუსრულდა და კლუბს დატოვებს.

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა