სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული

სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული

გთავაზობთ ცნობილი სარაგბო გამოცემა ultimaterugby-ს მიერ შედგენილ იმ მორაგბეთა სიმბოლურ თხუთმეტეულს, რომელთაც სანაკრებო ასპარეზზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული. ჩვენთვის საინტერესოა, რომ აღნიშნულ გუნდში ერთი ქართველი მოხვდა. მერაბ კვირიკაშვილი გუნდში ფულბეკად არის გამწესებული, მას საქართველოს ნაკრებში 115 მატჩი აქვს ჩატარებული. იხილეთ სიმბოლური თხუთმეტეული: 

1. გეთინ ჯენკინსი - უელსი (129 კეპი)
2. კევინ მეალამუ - ახალი ზელანდია (132 კეპი)
3. მარტინ კასტროჯოვანი - იტალია (119 კეპი)
4. ალუნ უინ ჯოუნსი - უელსი (147) *ლომების რიგებში ჩატარებული მატჩებიანად
5. ვიქტორ მეტფილდი - სამხრეთ აფრიკა (129 კეპი)
6. ჯორჯ სმიტი - ავსტრალია (111 კეპი)
7. რიჩი მაკქოუ - ახალი ზელანდია (148 კეპი)
8. სერჯო პარისე - იტალია (142 კეპი)
9. ჯორჯ გრეგანი - ავსტრალია (139 კეპი)
10. რონან ო'გარა - ირლანდია (130 კეპი)
11. ბრაიან ჰაბანა - სამხრეთ აფრიკა (124 კეპი)
12. ფლორინ ვლაიკუ - რუმინეთი (124 კეპი)
13. ბრაიან ო'დრისკოლი - ირლანდია (141 კეპი)
14. ადამ ეშლი-კუპერი - ავსტრალია (121 კეპი)
15. მერაბ კვირიკაშვილი - საქართველო (115 კეპი)
 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა