"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია

"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია

არგენტინული "ხაგუარესის" ცენტრი ხერონიმო დე ლა ფუენტეს განცხადებით, არგენტინის რაგბის კავშირმა ფრენჩაიზის მორაგბეებს უთხრა, რომ სატრანსფერო თვალსაზრისით სრული თავისუფლება აქვთ და შეუძლიათ უცხოური კლუბების შემოთავაზებები მიიღონ, რათა რაგბის თამაში გააგრძელონ.

არგენტინული გუნდი 2020 წლის სუპერ რაგბის სეზონის შეჩერების გამო რთულ სიტუაციაში ჩავარდა, რადგან სეზონი ჩავარდა და მასში მონაწილე ქვეყნები თავიანთი შიდა ტურნირების ჩასატარებლად ემზადებიან. 

ახალმა ზელანდიამ უკვე დააანონსა "სუპერ რაგბი აოთიროა", რომელშიც მონაწილეობას 5 ფრენჩაიზი მიიღებს და სტარტს 13 ივნისს აიღებს. რაგბი ავსტრალიამ აგრეთვე დაადასტურა თავისი შიდა ჩემპიონატის ჩატარება, რომელშიც სუპერ რაგბის ავსტრალიურ ფრენჩაიზებთან ერთად მონაწილეობას "ვესტერნ ფორსიც" მიიღებს და სავარაუდოდ 3 ივლისს დაიწყება. საუბარი იყო აგრეთვე მასში "სანვულვზის" ჩართვაზე, თუმცა დღეს ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ იაპონელები ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. 

ახალი ზელანდიის და ავსტრალიის გზას ადგას აგრეთვე სამხრეთ აფრიკაც, რომელიც თავის შიდა ტურნირში სუპერ რაგბის 4 ფრენჩაიზთან ერთად პრო 14-ში მოასპარეზე "ჩიტაზის" და "კინგსის" ჩართვას გეგმავს. აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე სუპერ რაგბის შარშანდელი ფინალისტი "ხაგუარესი" შიდა ტურნირში მონაწილეობის გარეშე რჩება, რადგან ის სუპერ რაგბის ერთადერთი არგენტინული კლუბია. "სანვულვზის" მსგავსად არგენტინელებს სიტუაციას მოგზაურობის შესახებ არსებული შეზღუდვები ურთულებს, რაც მათ სამხრეთ აფრიკულ ტურნირში მონაწილეობას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

"მათ გვითხრეს, რომ თუ კი უცხოეთიდან რაიმე შემოთავაზება გვაქვს შეგვიძლიათ წავიდეთ და არგენტინის რაგბის კავშირი ამაში დაგვეხმარება. გული მტკივა როდესაც ვფიქრობ "ხაგუარესი" აღარ არსებობს და სუპერ რაგბიში ვეღარ ვითამაშებთ, თუმცა პოზიტიურად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს გამოსავალი მოიძებნება" - განაცხადა დე ლა ფუენტემ.

 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა