ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია

ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია

დღეს ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ იაპონური "სანვულვზი" სუპერ რაგბის ავსტრალიურ ვერსიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

რაგბი ავსტრალიის და "სანვულვზის" დიდი მცდელობის მიუხედავად, კორონავირუსთან დაკავშირებული მოგზაურობის შეზღუდვების გამო, გუნდს ტურნირისთვის ადეკვატურად მომზადების საშუალება არ ექნება. ავსტრალიაში ფრენის შემთხვევაში იაპონურ გუნდს ვარჯიშის განახლებამდე 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს, ჩემპიონატის დაწყება კი 3 ივლისისთვის არის დაგეგმილი. 

გარდა ამისა, ჯაბა ბრეგვაძის კლუბს 12 კვირიან ტურნირში მონაწილეობისთვის ავსტრალიაში საცხოვრებლად მუდმივი ბაზა ესაჭიროება. რაგბი ავსტრალიის დროებითი აღმასრულებელი დირექტორ რობ კლარკის განცხადებით, მათ სურდათ რომ ტურნირში "ვესტერნ ფორსთან" ერთად "სანვულვზიც ჩაერთოთ, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ 5 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, იაპონური ფრენჩაიზის არსებობა დასასრულს უახლოვდება, რადგან ის მომავალი წლიდან სუპერ რაგბიში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა