როდის გაიმართება ესპანეთის ნაკრების და "კლასიკ ოლ ბლექსის" მატჩი?

როდის გაიმართება ესპანეთის ნაკრების და "კლასიკ ოლ ბლექსის" მატჩი?

29 მაისს მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე", რომელიც 68456 გულშემატკივარს იტევს, ესპანეთის ნაკრების და "კლასიკ ოლ ბლექსის" მატჩი უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ბუნებრივია, რომ ეს არ მოხდა.

მატჩი რომ გადაიდებოდა ეს 15 აპრილს გახდა ცნობილი. მაშინდელი ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრის ჩატარება სექტემბერში  იგეგმებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროისთვის დიდი ალბათობით, სტადიონზე მაყურებლების დაშვება ვერ მოხდება, მატჩის თარიღმა კიდევ ერთხელ გადაიწია. 

ესპანეთის ნაკრების და "კლასიკ ოლ ბლექსის" დაპირისპირება 2021 წლის მაისში, კვლავ "ვანდა მეტროპოლიტანოზე" უნდა ჩატარდეს, ხოლო ზუსტი თარიღი მას შემდგომ გახდება ცნობილი, რაც სტადიონის მომდევნო წლის კალენდარი გაირკვევა. როგორც იცით, "ვანდა მეტროპოლიტანო" საფეხბურთო კლუბის მადრიდის "ატლეტიკოს" სტადიონია.

ცნობისთვის, "კლასიკ ოლ ბლექსი" წარმოადგენს ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი წევრებით დაკომპლექტებულ გუნდს, რომელშიც ასპარეზობენ ევროპაში მოასპარეზე და ვეტერანი ახალზელანდიელი მორაგბეები. როგორც მოგეხსენებათ, "ოლ ბლექსში" მხოლოდ სუპერ რაგბიში მყოფ მოთამაშეებს იძახებენ და ლეგიონერებისთვის ნაკრების კარი დახურულია. 

ამ მატჩში იგეგმებოდა ორი ახალზელანდიელი მორაგბის გაცილება: ლეგენდარული ჯო როკოსოკო, რომელიც "ოლ ბლექსის" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მელელოვეა და კრის მასოი, რომლის ანგარიშზეც 20 სანაკრებო კეპია. მათ კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულეს და ესპანეთთან მატჩი მათთვის გამოსამშვიდობებელი უნდა ყოფილიყო. ითამაშებენ თუ არა ისინი მომდევნო წელს, ჯერჯერობით უცნობია.

გეტყვით, რომ ამ მატჩმა ესპანეთში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და პირველივე დღეს, 12000 ბილეთზე მეტი გაიყიდა. 

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა