სამხრეთ აფრიკული კლუბები სუპერ რაგბის დატოვებას აპირებენ

სამხრეთ აფრიკული კლუბები სუპერ რაგბის დატოვებას აპირებენ

ოთხმა სამხრეთ აფრიკულმა ფრენჩაიზმა, რომლებიც ამჟამად სუპერ რაგბიში მონაწილეობენ, შესაძლოა, სამხრეთ ნახევარსფეროს საკლუბო ტურნირი დატოვონ და შეუერთდნენ ევროპის ანალოგიური ტიპის გათამაშებას, რომელიც გაფართოების შემთხვევაში პრო 18 გახდება.

აფრიკული გამოცემა The Rapport-ი წერს, რომ ეს გადაადგილება შეიძლება მოხდეს 2022 ან 2023 წელს.

როგორც მოგეხსენებათ, 2017 წელს პრო 12-ს "ჩიტასი" და "საუზერნ კინგსი" შეუერთდა, რომლებიც სუპერ რაგბიდან გარიცხეს, ხოლო ევროპული საკლუბო გათამაშება პრო 14 გახდა. იმ შემთხვევაში, თუ ტურნირს "ბულზი", "შარქსი", "სტომერსი" და "ლაიონსი" დაემატებიან, ის აფრიკული გუნდებით კიდევ ერთხელ გაფართოვდება და პრო 18-ს მივიღებთ.

"მე ვფიქრობ, რომ სუპერ რაგბიში მოთამაშე სამხრეთ აფრიკული კლუბების მომდევნო წელს პრო 14-ში თამაშის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. პანდემიის გამო, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში ფრენების გარკვეული შეზღუდვები არსებობს", - წერს ზემოხსენებული გამოცემა ერთ-ერთი ფრენჩაიზის მაღალი თანამდებობის პირის სიტყვებს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს.

"სანზაარის" ახალი სატელევიზიო შეთანხმება მოიცავს სუპერ რაგბის ოთხივე სამხრეთ აფრიკულ ფრენჩაიზს და გათვლილია 2021-2025 წლებზე, თუმცა მას შემდგომ, რაც კორონავირუსი პანდემიის გამო სეზონი შეჩერდა, სამხრეთ აფრიკას და "სანზაარის" დანარჩენ წევრებს შორის, სუპერ რაგბის დონეზე განხეთქილება გაღრმავდა.

უკანასკნელ პერიოდში გაიჟღერა სუპერ რაგბის ახალმა მოდელმა, რომელშიც თამაშგარეში არიან სამხრეთ აფრიკელები. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ავსტრალიელმა და ახალ ზელანდიელმა მორაგბემ ამ ახალ მოდელს მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა, რაც სამხრეთ აფრიკის სამომავლოდ 6 ერში გადასვლაზეც იწერება და ამის პირველ ნაბიჯებად, სწორედ კლუბების სუპერ რაგბიდან ევროპაში გადაბარგება განიხილება.

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე