ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს

ინგლისის პრემიერშიპის გუნდს რიჩარდ კოკერილი სურს

"ლესტერ ტაიგერსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი, შესაძლოა, ინგლისის პრემიერშიპში დაბრუნდეს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად "ედინბურგის" მთავარი მწვრთნელი "გლოსტერის" მთავარი სამიზნეა. როგორც იცით, სეზონის ბოლოს სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტი იოჰან აკერმანი გუნდს დატოვებს და სამუშაოდ იაპონიაში გადაბარგდება, გლოსტერელები კი მისი შემცვლელის ძიებაში არიან. 

"გლოსტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლენს ბრედლიმ განაცხადა, რომ გუნდს ვარჯიშის ნებართვა ჯერ არ მიუღია, ეს კი ახალი მწვრთნელის დასანიშნად მათ დამატებით დროს აძლევს. 49 წლის კოკერილმა შოტლანდიური კლუბი 2017 წელს ჩაიბარა და ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. ინგლისელ მწვრთნელს გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, და "გლოსტერს" მის გადასაბირებლად კონტრაქტის გამოსყიდვა მოუწევს. 



 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა