სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება

სამხრეთ აფრიკაში რაგბი განახლებას უახლოვდება

სამხრეთ აფრიკის სპორტის მინისტრმა ნათი მთეთვამ განაცხადა, რომ პროფესიონალ ათლეტებს, რომლებიც კონტაქტურ და არაკონტაქტურ სპორტში მონაწილეობენ შეუძლიათ ვარჯიში პირველი ივნისიდან განაახლონ. 

გარდა ამისა, არაკონტაქტურ პროფესიონალურ სპორტებს თამაშების ჩატარების უფლებაც მიეცათ. იმ პროფესიონალურ გუნდებს, რომელთაც ვარჯიშის ან თამაშების განახლება სურთ 14 დღიანი ვადა მიეცათ, რათა მთავრობას წარუდგინონ თავიანთი გეგმა, თუ როგორ აპირებენ უზრუნველყონ სპორტსმენებისა და ოფიციალური პირების უსაფრთხოება. 

სამხრეთ აფრიკაში ყველა სპორტული ღონისძიება მაყურებლების გარეშე ჩატარდება და უსაფრთხოების ზომები მკაცრად იქნება დაცული. დახურული იქნება ყინულის აბაზანები და საუნები, ხოლო ფიზიოთერაპევტებს მხოლოდ ტრავმირებულ მოთამაშეებთან კონტაქტის უფლება ექნებათ.

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა