"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა

"ბიარიცმა" კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დაიმატა

გუშინ გაუწყეთ, რომ "ბიარიცმა" მარცხენა ბურჯი უჩა ჭეიშვილი დაიმატა ერთწლიანი იჯარით, დღეს კი ბასკური  კლუბი  "მონპელიედან" კიდევ ერთი ქართველი ბურჯით გაძლიერდა.

ჭეიშვილის მსგასად, 20 წლის მარჯვენა ბურჯი ლუკა აზარიაშვილი "ბიარიცს" ერთწლიანი იჯარით შეუერთდება. აღნიშნული ინფორმაცია ბასკური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა და ახალგაზრდა პირველხაზელს ქართულ ენაზე მიესალმა.

აზარიაშვილს "მონპელიეს" ძირითად გუნდში დებიუტი 2019 წლის აგვისტოში ჰქონდა. მან წლევანდელ სეზონში 2 შეხვედრა ჩაატარა. მან 2018 და 2019 წლების მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯამში 7 შეხვედრა ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ "ბიარიცი" პრო დ2-ის წლევანდელ სეზონში 23 ტურის შემდეგ 59 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფებოდა და პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, სეზონი ჩაიშალა. ბასკური კლუბის ღირსებას იცავენ: მარცხენა ბურჯი გიორგი ნუცუბიძე, მარჯვენა ბურჯი ვახტანგ ახობაძე და მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია.

 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა