ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს

ინგლისის პრემიერშიპი ახალ წესებზე უარს ამბობს

გუშინ  "მსოფლიო რაგბის" აღმასრულებელმა კომიტეტმა  10 ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც მიზნად კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირებას ისახავს.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ინგლისის და უელსის რაგბის კავშირები აღნიშნულ წესებს არ დანერგავენ და როდესაც მათ ქვეყნებში რაგბი განახლდება კორონავირუსის გავრცელებამდე არსებული წესებით გააგრძელებენ ჩემპიონატებს. მათ მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია ჩემპონატის ერთ ნაწილში არსებული წესები მეორე ნაწილისგან განსხვავდებოდეს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ინგლისის რაგბის კავშირის სპიკერმა: "ჩვენ თამაშის ყველა ასპექტის მონიტორინგს ვახორციელებთ, რათა პრემიერშიპი უსაფრთხოდ და მალე დაბრუნდეს, თუმცა წესებში ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ". 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის მიერ დამტკიცებულ 10 ახალ წესზე ცოტა ხნის წინ უარი თქვა აგრეთვე ახალმა ზელანდიამაც, რომელიც სუპერ რაგბის საშინაო ვერსიას 13 ივნისს იწყებს.

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა