"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს

"შერკინებები ძველებურად იქნება" - ახალი ზელანდიის უარი "მსოფლიო რაგბის" ახალ წესებს

გუშინ გაუწყეთ, რომ "მსოფლიო რაგბის" აღმასრულებელმა კომიტეტმა 10 ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის გადადების რისკის შემცირებას.

ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები სავალდებულო არ გახლავთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ რომელიმე ქვეყნის კავშირი საჭიროდ ჩათვლის, რომ საკუთარ შიდა პირველობაში უსაფრთხოების მაქსიმალურად მკაცრი ზომებია საჭირო.

პირველი რაგბის კავშირი, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ ახალი წესების მიღებას არ აპირებს და შიდა ტურნირს ძველებური წესებით ჩაატარებს, ახალი ზელანდიაა.

"მსოფლიო რაგბის" კვლევის მიხედვით, კორონავირუსის შესაძლო გავრცელებისთვის, ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი შერკინებებია და ახალი წესების მიხედვით, შერკინებების რაოდენობა მაქსიმალურად იქნება შემცირებული. ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, "სუპერ რაგბი აოთიროაში" ახალი წესების დანერგვა არ იგეგმება და ტურნირზე, რომელიც 13 ივნისს დაიწყება, შერკინებები ჩვეულებრივ, ძველი წესების მიხედვით იქნება.

"ახალი ზელანდიის მოსახლეობაში ვირუსის გავრცელების აღარანაირი ნიშნები აღარ ჩანს. ამრიგად, ჩვენთან განსხვავებული გარემოა და ახალი წესების მიღების საჭიროება არ არსებობს. ჩვენ ეს ღიად ვთქვით "მსოფლიო რაგბიში" და მათ გაიგეს, რომ ჩვენთან სულ სხვა სიტუაციაა.

ჩვენ ვაგრძელებთ ჯანმრთელობის ყველა რისკის მართვას მკაცრი პროტოკოლებით და ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ჯანდაცვის ორგანოებით განკარგულებებით. პროტოკოლი მოიცავს ჰიგიენის მაქსიმალურ დაცვას, მორაგბეებზე ყოველდღიურად სიმპტომებისა და ტემპერატურის შემოწმებას და ვინმე თუ შეუძლოდ იგრძნობს თავს, უმალ ჩაუტარდება ტესტირება და დარჩება თვითიზოლაციაში" ,- განაცხადა რობინსონმა. 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა