ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ "ტულონი" დატოვა

ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ "ტულონი" დატოვა

ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ ლიამ მესამმა "ტულონი" დატოვა. 

36 წლის მესამეხაზელს ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულება ივნისის ბოლოს ეწურება და ისედაც ცნობილი იყო, რომ მხარეები კონტრაქტს  აღარ გაახანგრძლივებდნენ, დღეს კი ეს ოფიციალურად დადასტურდა, რადგან გამოცდილმა მორაგბემ საფრანგეთი დატოვა და გეზი სამშობლოსკენ აიღო. 

მესამმა ინსტაგრამზე დაპოსტა, რომ ტულონიდან პარიზში, შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში ჩავიდა, საიდანაც ხანგრძლივი 34-საათიანი ფრენა ელოდა ახალი ზელანდიისკენ. იყო საუბარი, რომ ვეტერანი მორკინალი კარიერას დაასრულებდა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია

ლიამი "ტულონს" 2018 წელს "ჩიფსიდან" შეუერთდა და 40 მატჩში 5 ლელო გაიტანა. მას "ოლ ბლექსის" კვართით 43-ჯერ უთამაშია და მეტოქეთა ლელო 7-ჯერ აიღო. 

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე