ფრანკ აზემა: "ზირაქაშვილი დიდი მორაგბეა, რომელიც "კლერმონის" ისტორიაში შევიდა"

ფრანკ აზემა: "ზირაქაშვილი დიდი მორაგბეა, რომელიც "კლერმონის" ისტორიაში შევიდა"

"კლერმონის" ოფიციალურმა ვებგვერდმა დავით ზირაქაშვილს კიდევ ერთი წერილი მიუძღვნა და ქართველი ლეგენდის მიმართ თბილი სიტყვები არ დაიშურა. უამრავი კომპლიმენტი, რომელიც მარჯვენა ბურჯმა ბრწყინვალე 16-წლიანი კარიერის და პიროვნული თვისებების გამო დაიმსახურა.

"ვულკანების" ჟურნალისტის ქება-დიდება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა კლუბის მთავარი მწვრთნელის ფრანკ აზემას კომენტარი, რომელმაც განაცხადა, რომ ზირაქაშვილი დიდი მორაგბეა და მისგან რჩევები არაერთხელ მიუღია.

"უცნაური გრძნობაა, რომ დათოს ასე უწევს კარიერის დასრულება. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ როდესაც ვარჯიშს დავუბრუნდებით, ის კვლავ ჩვენთან ერთად იქნება, რადგან რაც კლუბში ვარ, ის მუდამ ჩვენთანაა. ის არის დიდი მოთამაშე, რომელიც "კლერმონის" ისტორიაში შევიდა. მან ჩვენი კლუბისთვის ძალიან ბევრი გააკეთა.

10 წელია, რაც "კლერმონის" მწვრთნელი ვარ და მასთან როგორც რაგბიზე, ასევე სხვა თემებზე ბევრი საინტერესო დისკუსია მქონია. მის რჩევებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა მოუხდენია და მისი აზრების მოსმენა, ყოველთვის კომფორტული იყო, რომ გადაწყვეტილების სისწორეში დავრწმუნებულიყავი.

თუ ვიღაცასთან რაიმეს გაზიარება გსურს ან რჩევის მოსმენა გინდა, ასეთი ადამიანი სწორედ დათოა, რომელსაც უზარმაზარი, მდიდარი გამოცდილება აქვს. ის დიდებული ადამიანია და სამწუხაროდ, ისე ვერ ვემშვიდობებით, როგორც ჩვენ ყველას გვსურდა", - განაცხადა 49 წლის სპეციალისტმა, რომელიც "კლერმონში" სამუშაოდ 2010 წელს მივიდა და თავიდან უკანახაზის მწვრთნელი იყო, ხოლო 2014 წლიდან მთავარი მწვრთნელი გახდა.

ზირაქაშვილმა "კლერმონის" კვართით 16 სეზონის განმავლობაში ითამაშა. მან "ვულკანების" ღირსება 332-ჯერ დაიცვა და 19 ლელო გაიტანა. ქართველმა ლეგენდამ 2010 და 2017 წლებში ტოპ 14-ის ტიტული მოიპოვა, ხოლო 2007, 2008, 2009, 2015 და 2019 წლებში ფინალში დამარცხდა. გარდა ამისა, 2007 და 2019 წლებში ჩელენჯ თასის მფლობელი გახდა, ჩემპიონთა თასზე კი 2013, 2015 და 2017 წლებში ვერცხლის მედლები მოიპოვა. 

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე