"მსოფლიო რაგბიმ" "კორონავირუსის თასის" იდეა უარყო

"მსოფლიო რაგბიმ" "კორონავირუსის თასის" იდეა უარყო

გუშინ გაუწყეთ, რომ კორონავირუსის მიერ გამოწვეული ფინანსური გამოწვევების დასაძლევად ინგლისის რაგბის კავშირის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა "მსოფლიო რაგბის" კორონავირუსის თასის" იდეა  წამოაყენა. 

დღეს კი "მსოფლიო რაგბიმ" აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რაგბის მმართველი ორგანო მსგავსი ტურნირის ჩატარებით დაინტერესებული არ არის. გარდა ამისა, საუბარი იყო, რომ ზემოთ თქმული ტურნირის გამო ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნე 2022 წლისთვის გადაიდებოდა, რასაც სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მარკ ალექსანდერმა უპასუხა და ტურნეს გადადება კატეგორიულად გამორიცხა. 

შეგახსენებთ, რომ "მსოფლიო რაგბიმ" უკვე გადადო ივლისში დანიშნული სანაკრებო ტესტ მატჩები და 100 მილიონიანი დახმარება გამოყო მათთვის ვინც ყველაზე მეტად დაზარალდნენ არსებული სიტუაციით. 

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე