"მსოფლიო რაგბის" 10 ახალი წესი კორონავირუსის რისკის შესამცირებლად

"მსოფლიო რაგბის" 10 ახალი წესი კორონავირუსის რისკის შესამცირებლად

"მსოფლიო რაგბის" აღმასრულებელმა კომიტეტმა 10 ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის გადადების რისკის შემცირებას.

ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები სავალდებულო არ გახლავთ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ რომელიმე ქვეყნის კავშირი საჭიროდ ჩათვლის, რომ საკუთარ შიდა პირველობაში უსაფრთხოების მაქსიმალურად მკაცრი ზომებია საჭირო.

იხილეთ ხსენებული 10 პუნქტი: 

1. როდესაც დარღვევა არ ხდება შერკინებები აღარ გადაეწყობა

შერკინების გადაწყობის ნაცვლად, მსაჯი შერკინებაში ბურთის შემგორებელ გუნდს თავისუფალ დარტყმას მიანიჭებს. შერკინების გადაწყობა თამაშში საშუალოდ 3.5-ჯერ ხდება, ცვლილება რისკებს 30%-ით შეამცირებს. 

2. კვაჭებმა შერკინების სტაბილურობისთვის "სამუხრუჭე ფეხი"(ინგლისური ტერმინი) უნდა გამოიყენონ

ამ წესის დარღვევისთვის მეტოქეს თავისუფალი დარტყმა მიენიჭება. მისი მიზანი შერკინების სტაბილურობის გაზრდაა, რაც გადაწყობის საჭიროებას შეამცირებს. 

3. ჯარიმის და თავისუფალი დარტყმის შემთხვევაში შერკინების ვარიანტის გაუქმება

თამაშში საშუალოდ 1,3 ჯარიმა ინიშნება შერკინების დროს. ახალი წესი ახლო-კონტაქტურ სათამაშო დროს 2 წუთით შეამცირებს.

4. როდესაც შემტევს მეტოქის ლელოში ბურთს გაუჭედავენ ან წინ დაუვარდება, დაცვითი გუნდი თამაშს საკუთარი ლელოს ხაზიდან არეკნით განაახლებს. 

თამაშში საშუალოდ 0.8  ხუთმეტრიანი შერკინება ინიშნება, ახალი წესი ახლო-კონტაქტურ სათამაშო დროს 2 წუთით შეამცირებს.

5. ფორთოხლისფერი ბარათი (შესაძლო წითელი ბარათის და მაღალი ბოჭვის დარღვევებისთვის)

იმ თამაშებში, სადაც ვიდეო მსაჯი ხელმისაწვდომია გამოყენებული იქნება ფორთოხლისფერი ბარათი. უხეში თამაშში მხილებული მორაგბე ფორთოხლისფერი ბარათის მიღების შემთხვევაში მოედნიდან გადის, პარალელურად კი ეპიზოდის განხილვა მიმდინარეობს. თუ წესების დარღვევა წითელ ბარათს იმსახურებს მორაგბე აღარ ბრუნდება მოედანზე, ყვითელი ბარათის ან მხოლოდ ჯარიმის შემთხვევაშიკი მოედანს 15 წუთში უბრუნდება.

6. ჯგუფური ბოჭვის გაუქმება (და ბურთის გაჭედვის შედეგად დაცვითი გუნდისთვის შერკინების მინიჭების გაუქმება) 

"მსოფლიო რაგბი" ამბობს, რომ თამაშში საშუალოდ 0.7 ჯგუფური ბოჭვა კეთდება, ამ შემთხვევების 70%-ში ბურთი უქმი ხდება. მსგავსი ბოჭვების გაუქმებით, მაღალი რისკის შემცველ აქტივობებში უფრო ცოტა მორაგბე იქნება ჩართული. 

7. რაქში მსაჯის მიერ ნათქვამი "გამოიყენეს" შემდეგ დროის ლიმიტის 5-დან 3 წამამდე შემცირება

თუ გუნდი რაქში მსაჯის მიერ ნათქვამი "გამოიყენეს" შემდეგ ბურთს 3 წამში არ გამოიყენებს, მისი გუნდის წინააღმდეგ თავისუფალი დარტყმა დაინიშნება. თამაშში მსაჯი საშუალოდ 14-ჯერ იყენებს ტერმინს "გამოიყენე", ახალი წესით ახლო- კონტაქტური სიტუაციები ბოჭვისა და რაქის დროს 25%-ით შემცირდება.

8. რაქში, მოლსა და შერკინებაში ბურთის გაჭედვის შემთხვევაში, თამაშის შერკინების გარეშე განახლება

ზემოთ თქმულ სიტუაციების შემთხვევაში თამაში, თავისუფალი დარტყმით განახლდება, რაშიც სწრაფი გათამაშება იგულისხმება. 

9. არავის შეუძლია მოლს შეუერთდეს, თუ თავიდანვე მისი წევრი არ არის

ამ წესის დარღვევისთვის მოწინააღმდეგეს თავისუფალი დარტყმა მიენიჭება. "მსოფლიო რაგბის" განმარტებით მოლის წევრების ლიმიტირება რისკებს შეამცირებს. თამაშში საშუალოდ აუტიდან 8.2 მოლი გორდება, მის 60%-ში კი რვავე მორკინალი მონაწილეობს. 

10. თითოეულ მოლში მხოლოდ ერთი გაჩერება 

ამჟამინდელი წესით შემტევმა გუნდმა მოლის ორჯერ გაჩერების შემთხვევაში ბურთი უნდა გამოიყენოს, ახალი წესით კი ეს რიცხვი ერთამდე შემცირდება. წესის დარღვევისთვის მეტოქეს თავისუფალი დარტყმა მიენიჭება. თამაშში საშუალოდ 9.3 მოლი გორდება და თითო მოძრაობა 12 წამი გრძელდება.

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე