ბრაიან ო'დრისკოლი: "სამხრეთ აფრიკის 6 ერში დამატება დიდებული იქნებოდა"

ბრაიან ო'დრისკოლი: "სამხრეთ აფრიკის 6 ერში დამატება დიდებული იქნებოდა"

© REUTERS

ლეგენდარულმა ირლანდიელმა შუამარბმა ბრაიან ო'დრისკოლიმ განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის 6 ერში დამატება ტურნირისთვის ძალიან კარგი იქნებოდა და სჯერა, რომ "სპრინგბოკსის" ჩრდილო ნახევარსფეროს შეჯიბრებაში ჩართვა შესაძლებელია.

"თუ შევხედავთ სამყაროს მოდერნიზაციას, თქვენ ვეღარ ივლით ძველ გზებზე.

ვფიქრობ, საჭიროა ცვლილებების და მანევრირების უნარი. როდესაც სამხრეთ აფრიკის სიძლიერეს უყურებ, რა შეიძლება მოუტანოს მან 6 ერს, გარდა გაძლიერებისა? მათი დამატება ბრწყინვალე იქნებოდა.

ისინი მსოფლიო თასის სამგზის გამარჯვებულები არიან და მუდმივად საუკეთესოთა შორის არიან. მათი დამატება ნამდვილად კარგი და ჭკვიანური იქნებოდა. ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე მოგზაურობებზე და დროის ზონებზე. სამხრეთ აფრიკელი მორაგბეებისთვის დროის ზონები ამჟამად კოშმარი უნდა იყოს. იგრძნობა, რომ ამ გზით წასვლა, შესაძლოა, გარდაუვალი აღმოჩნდეს", - განაცხადა 41 წლის ლეგენდამ, რომელმაც 1999-2014 წლებში ირლანდიის ნაკრებში 133 კეპი მოიხვეჭა და 245 ქულა გაიტანა. მას "სამყურების" კვართით ყველაზე მეტჯერ უთამაშია და ისტორიაში საუკეთესო მელელოვეა.

ო'დრისკოლიმ სამხრეთ აფრიკული ფრენჩაიზების "საუზერნ კინგსის" და "ჩიტასის" პრო 14-ში დამატებაც ახსენა, რომელიც, შესაძლოა, დასაწყისი იყოს იმ გეგმის, რომელსაც "სპრინგბოკსის" ევროპაში გადაბარგება ჰქვია.

მისი აზრით, ეს შესაძლებელია იყოს პირველი ნაბიჯი, რომლითაც ყველა სამხრეთ აფრიკული კლუბი მომავალში სუპერ რაგბიდან პრო 14-ში გადავა, რასაც საბოლოოდ სამხრეთ აფრიკის ნაკრების "სანზაარიდან" გამოსვლა და 6 ერში გადასვლა მოჰყვება. 

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა