"ტონგასთან გამარჯვება განსაკუთრებულია" - მამუკა გორგოძე "მსოფლიო რაგბის" ესაუბრა

"ტონგასთან გამარჯვება განსაკუთრებულია" - მამუკა გორგოძე "მსოფლიო რაგბის" ესაუბრა

© World Rugby

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, "მსოფლიო რაგბის" ოფიციალურ ვებგვერდზე მამუკა გორგოძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც მამუკას ვარსკვლავური კარიერის შესახებაა საუბარი.

მამუკა გორგოძე ყველაფერს გააკეთებდა, რომ ჰქონოდა უკანასკნელი შანსი, თავისი ვარსკვლავური კარიერა მოედანზე დაესრულებინა.  ასეთია რაგბის სიყვარული. გასაოცარ მესამეხაზელს 16-წლიანი სანაკრებო კარიერა ჰქონდა, საკუთარი ქვეყნის ღირსება 75-ჯერ დაიცვა, ითამაშა ოთხ რაგბის მსოფლიო თასზე.

ამ სეზონში მისი ზღაპრული კარიერა დასრულდა, თუმცა ჯერ ტრავმის, შემდეგ კი Covid 19-ის გამო, მას შესაძლებლობა არ მიეცა, რომ "ტულონში" გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჩაეტარებინა.

სიყვარულის გრძნობა

"რა თქმა უნდა ვწუხვარ ამის გამო, რადგან კარიერის ასეთი დასასრული არ წარმომედგინა. მაგრამ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე უკვე მივიღე ბევრი ტაში და სითბო მთელი კარიერის განმავლობაში და დღესაც ვგრძნობ სითბოს და სიყვარულს", - თქვა 35 წლის მორაგბემ.

მისი ხანგრძლივი კარიერიდან რთულია კონკრეტულად რომელიმე ფრაგმენტის ამორჩევა, თუმცა მამუკასთვის ერთ მატჩს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება. "გორგოძილასთვის", როგორც მისი სიძლიერიდან გამომდინარე ეძახიან, ყოველთვის გამორჩეული იქნება 2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგას დამარცხება - 17:10. 

გორგოძე იყო თავდაცვითი კლდე, რომელმაც ბევრი ტონგელი შემტევი ააფართხალა და ასევე შეძლო ლელოს გატანა, რომელმაც "ბორჯღალოსნებს" გამარჯვება და გიჟური ზეიმი მოუტანა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე ისეთი გუნდის დამარცხება შეძლო, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მასზე მაღლა იმყოფებოდა და მათ პირველად გამოაჩინეს იმის პოტენციალი, რომ სამომავლოდ მეოთხედფინალში გასვლა შეუძლიათ. 

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მსოფლიო თასებზე ადრეც ჰქონდა მატჩები მოგებული, ჩვენ მანამდე არასდროს გვყავდა ისეთი ძლიერი მეტოქე დამარცხებული, როგორიც ტონგაა", - უთხრა მამუკამ "მსოფლიო რაგბის". 

მე გუნდის მოთამაშე ვარ და არა ინდივიდუალური მოთამაშე და ჩემი ძლიერი ემოციები ასოცირდება ამ კონკრეტულ თამაშთან, რადგან გუნდმა იმ დღეს საოცარი წარმატება მოიპოვა. მხოლოდ ჩვენ გვჯეროდა, რომ ტონგას დამარცხებას შევძლებდით და ამ რწმენით, ჩვენ მოვიგეთ."

საუკეთესო, საუკეთესოთა შორის

როდესაც გორგოძე ტონგასთან მოგებას კარიერის მწვერვალად ასახელებს, 2016 წელს "ტულონის" რიგებში ბარსელონაში, "ნოუ კამპზე" "რასინგ 92"-თან წაგებულ ფინალს ასახელებს იმ ერთადერთ მატჩად, რომლის თამაშსაც ხელახლა ისურვებდა. 

კინგსჰოლმის სასიხარულო გამოცდილება მასთან სამუდამოდ დარჩება, ისევე როგორც იმავე მსოფლიო თასის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც მამუკა ასევე მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. ეს გახლავთ ახალ ზელანდიასთან მატჩი. 

"ჩვენ ვითამაშეთ "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ საკულტო "მილენიუმ სთედიუმზე" და დავმარცხდით 30-ქულიანი სხვაობით, რომელშიც მე დამასახელეს მატჩის საუკეთესო მორაგბედ უამრავ მსოფლიო დონის ვარსკვლავს შორის, რაც ჩემთვის უზარმაზარი პატივი იყო."

"მონპელიეს" ყოფილი მორაგბე ამბობს, რომ ის მხოლოდ პოზიტიურ განწყობაზე დგება, როდესაც მის კარიერას იხსენებს.

"ყველაფერმა, რაც დაკავშირებულია რაგბისთან, მათ შორის დამქანცველი ვარჯიშებიც, მომცა აბსოლუტური სიამოვნება.  ადრენალინის მოზღვავება და წნეხი, რომელიც ჩნდება თამაშის დაწყების წინ და თითოეული, მოედანზე გატარებული ყველა მომენტი. და რა თქმა უნდა ის გრძნობა, რომელიც წარმატებული თამაშის საფინალო სასტვენია."

ყველაზე დიდი პატივი

გორგოძე ახლა შინ, საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. ეს მას შემდგომ მოხდება, რაც საფრანგეთში არსებული შეზღუდვები მოიხსნება და ის წამოიწყებს ახალ საქმიანობას სარაგბო კარიერის შემდეგ.

"ბორჯღალოსნების" მომავალი თაობებისთვის გორგოძე განსაკუთრებული მაგალითია, თუმცა მამუკა ამტკიცებს, რომ არაფრით განსხვავდება იმ მორაგბეებისგან, რომლებსაც უთამაშიათ მათი ქვეყნისთვის.

"ქვეყნისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გაიღოს, უნდა გააკეთონ იმაზე მეტი, ვიდრე მათი მაქსიმუმია", - ამბობს მამუკა.

"ამას გრძნობს ალბათ ყველა ის მორაგბე, ვისაც საკუთარი ქვეყნისთვის უთამაშია და მე არ ვიტყოდი, რომ ამ მხრივ სხვებზე უკეთესი ვარ."

კომენტარები

ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვაში მონაწილეობს
დავით ზირაქაშვილი: "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა"
"ბრამბიზმა" სუპერ რაგბი ავსტრალია გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
"ჯვაროსნებმა" "მთიელები" მეორე ტაიმში დაარბიეს [VIDEO]
კარტერმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში პირველად ითამაშა [VIDEO]
ფორმულა ერთის მანქანის და მორაგბეების შერკინება [VIDEO]
დავით ზირაქაშვილი ტოპ 14-ის კლუბთან ითანამშრომლებს, რომელიც "კლერმონი" არაა
"დაქსმა" ქართველი ბურჯი დაიმატა
"რედსმა" საშინელი სერია შეწყვიტა - ავსტრალიური სუპერ რაგბი დაიწყო [VIDEO]