რა თანხას დაკარგავს ირლანდია, თუ წელს სანაკრებო მატჩები არ გაიმართება?

რა თანხას დაკარგავს ირლანდია, თუ წელს სანაკრებო მატჩები არ გაიმართება?

ირლანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ბრაუნმა, მათ ორგანოში არსებულ ფინანსურ ვითარებაზე ისაუბრა.

ბრაუნის თქმით, მათ მთავრობას გეგმა წარუდგინეს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 22-23 აგვისტოს ირლანდიაში გინეს პრო 14 დაბრუნება და "ავივა სთედიუმზე" ერთმანეთს ირლანდიური კლუბები ეთამაშებიან. პრო 14 ახლახანს დაადასტურა, რომ ტურნირის 28%-იანი წილი ლუქსემბურგში დაფუძნებულ კომპანიას CVC Capital Partners მიყიდა, რომელმაც სანაცვლოდ 120 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია ჩადო და აქედან დაახლოებით 30 მილიონი ირლანდიას ერგება, თუმცა ამის მიუხედავად, მათი ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა. 

"ასეთი ტიპის ინვესტიციები რაგბისთვის უმნიშვნელოვანესია და მისასალმებელია, თუმცა ფინანსური კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია სანაკრებო მატჩები. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება 6 ერის დასრულება და გინესის შემოდგომის სერია გაუქმდება, მაშინ ჩვენი ზარალი სერიოზული იქნება, დაახლოებით 15-20 მილიონი ევრო. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც ირლანდიის რაგბის კავშირის ფულადი რეზერვები ამ თვეების განმავლობაში ამოწურული იქნა", - განაცხადა ბრაუნმა.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ 6 ერში ირლანდიამ მხოლოდ 3 მატჩის ჩატარება მოასწრო, იტალიასთან და საფრანგეთთან შეხვედრების კი პანდემიის გამო არ შედგა. გაუქმდა ივლისის ტესტებიც, რომელშიც "სამყურებს" ავსტრალიაში ორი მატჩი უნდა ეთამაშათ, ხოლო რა ბედი ეწევა ნოემბრის ტესტებს, ჯერჯერობით უცნობია. მათ შემოდგომაზე ავსტრალიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და იაპონიასთან საშინაო მატჩები ჰქონდათ ჩანიშნული. 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა