როგორ ჩატარდება წლევანდელი 4 ერი? - ავსტრალიელთა სავარაუდო ვარიანტები

როგორ ჩატარდება წლევანდელი 4 ერი? - ავსტრალიელთა სავარაუდო ვარიანტები

"რაგბი ავსტრალიის" ახალმა ხელმძღვანელმა რობ კლარკმა განაცხადა, რომ "სანზაარი" წლევანდელი რაგბის ჩემპიონშიპის ჩატარებას ოქტომბერში გეგმავს და სავარაუდო ადგილად სწორედ ავსტრალიას განიხილავს.

პანდემიის პირობებში, "სანზაარი" ფიქრობს, რომ წელს ტურნირი განსხვავებული ფორმატით, ერთ ლოკაციაზე უნდა ჩატარდეს და საშინაო-საგარეო მატჩები ვერ გაიმართება, რადგან შორეული ფრენები საფრთხის შემცვლელია. გარდა ამისა, არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ წლევანდელი 4 ერი საერთოდ ჩაიშალოს და თუ ასე მოხდა, მაშინ გაიმართება მხოლოდ ბლედისლოუს თასის მატჩები და ახალი ზელანდია და ავსტრალია ერთმანეთს, როგორც შინ, ასევე სტუმრად დაუპირისპირდებიან. 

"ჩვენ შეგვიძლია ტურნირის ჩატარება ოქტომბერ-ნოემბრის ჩარჩოებში.

თუ შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ფრენები და გუნდების ავსტრალიაში ჩამოსვლა, რომელიც ოთხივე ერის შუაგულში მდებარეობს, შეგვიძლია შევქმნათ ტურნირის ახალი სტრუქტურა, რომელიც შეიძლება უფრო მეტად მსოფლიო თასის ტიპის იყოს და თამაშები კვირაში ორჯერ გაიმართოს, შუა კვირაში და უიქენდზე. ეს არის ერთ-ერთი პოტენციური ვარიანტი.

იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო მოგზაურობების შეზღუდვები სამხრეთ აფრიკას და არგენტინას ხელს შეუშლიან ავსტრალიაში ჩამოსვლაში და ტურნირი ვერ ჩატარდება, მაშინ ჩვენ ვითამაშებთ სამ ან ოთხ საშინაო-საგარეო მატჩს ბლედისლოუს თასის ეგიდით,  ახალი ზელანდიის წინააღმდეგ", - განაცხადა კლარკმა, რომელმაც გასულ თვეს "რაგბი ავსტრალიის" ხელმძღვანელის პოსტზე რელენი ქასლი შეცვალა.

წლევანდელი რაგბი ჩემპიონშიპის ჩატარება 8 აგვისტოდან 27 სექტემბრის ჩათვლით იყო დაგეგმილი, თუმცა უდიდესი ალბათობით, მისი გადადება მოხდება, რადგან კორონავირუსის გამო, არგენტინაში და სამხრეთ აფრიკაში მკაცრი შეზღუდვები არსებობს. 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუმ მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა
სუპერ რაგბი ავსტრალიის მეხუთე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
სუპერ რაგბი აოტეაროას მერვე ტურის საუკეთესო ლელო [VIDEO]
საქართველო და შემოდგომის ტესტები: რატომ არ ფიქრობენ მეორე დონის ქვეყნები ტურნირის შექმნაზე?
ვანო კარკაძე მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა
მსოფლიო რაგბიმ ფიჯისთან საქართველოს 20 წლამდე ნაკრების დრამატული გამარჯვება გაიხსენა [VIDEO]
ბლუზი კრუსეიდერსს მიუახლოვდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: "ფორმაში შესასვლელად თამაშები გვჭირდება"
ქართველმა მორაგბეებმა გასაჭირში მყოფ "ნანტს" უერთგულეს
არგენტინის ნაკრები 4 ერის დაწყებამდე სამ მატჩს გამართავს