"მსოფლიო რაგბი" 6 ერის და სანზაარის განცხადებას გამოეხმაურა

"მსოფლიო რაგბი" 6 ერის და სანზაარის განცხადებას გამოეხმაურა

© World Rugby

"მსოფლიო რაგბი" 6 ერის და სანზაარის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მთავარი სარაგბო ტურნირების ორგანიზატორები, ახალ გლობალურ კალენდარზე მსჯელობდნენ - იხილეთ. 

რაგბის მმართველი ორგანო წერს, რომ მიესალმება 6 ერის და სანზაარის მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უზრუნველყონ უფრო ჰარმონიული გლობალური კალენდრის შექმნა, ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

"მსოფლიო რაგბის" მუდმივად უჭერს მხარს და ამტკიცებს, რომ საერთაშორისო კალენდრის რეფორმა სასარგებლო იქნება სპორტის მთლიანობის გაუმჯობესებისთვის, მათ შორის ყველა კავშირისთვის, სანაკრებო და საკლუბო ტურნირების ორგანიზატორებისთვის, მორაგბეებისთვის. 

დაინტერესებულ მხარეებს შორის რეგულარული და პროდუქტიული დისკუსიის ფარგლებში, "მსოფლიო რაგბი" მუშაობს, რომ უზრუნველყოს ნებისმიერი კალენდარული შედეგის გლობალური ხასიათის გაცნობიერება. შესაბამისად, ნებისმიერი დონის ყველა ერს სჭირდება ტურნირი. 

ნებისმიერი მოდელის ტურნირზე, რომელზეც წინადადება იქნება წამოყენებული, პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს მინიჭებული მოთამაშეების კეთილდღეობას, ქალთა რაგბის და დაფინანსების უფრო ფართო მოდელს. "მსოფლიო რაგბი" ყველა მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის მოლოდინშია, გლობალური თამაშის საუკეთესო შედეგის მისაღწევად. გადაწყვეტილებას ამჟამინდელი გლობალური კალენდრისა და სანაკრებო ფანჯრების ნებისმიერი ცვლილების შესახებ, განიხილავს და მიიღებს "მსოფლიო რაგბის" საბჭო. 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა