არგენტინა 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებას იწყებს - ლედესმამ 59 მორაგბეს უხმო

არგენტინა 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებას იწყებს - ლედესმამ 59 მორაგბეს უხმო

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარიო ლედესმამ 59-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ივლისის ტესტები გაუქმდა, "პუმები" შეკრებას მაინც გეგმავენ. თავდაპირველად, მორაგბეებმა დისტანციურად უნდა იმუშაონ, რადგან ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, კოლექტიური ვარჯიშის უფლება არ აქვთ და უცნობია, თუ როდის ექნებათ ამაზე მწვანე შუქი ანთებული.

ლედესმა თვლის, რომ მათ 2023 წლის მსოფლიო თასზე ფიქრი აქედანვე უნდა დაიწყონ და გაატარონ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმარებათ. ის აპირებს, რომ ჩაატაროს ყოველკვირეული შეხვედრები ონლაინ საშუალებით, მოახდინოს ყოველდღიური ინდივიდუალური მონიტორინგი, თუ როგორ ვარჯიშობენ მორაგბეები და ორშაბათიდან დაიწყონ ფიზიკური აღდგენები, "პუმების" ფიზმომზადების მწვრთნელების მეთვალყურეობით. 

"პუმების" 59-კაციან შემადგენლობაში 45 ადგილობრივი და 14 ლეგიონერია. საინტერესოა, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში კვლავ არაა "რასინგ 92-"ის ვარსკვლავი ხუან იმოფი. სიაში ასევე არ არიან მარტინ ლანდახო, მარიანო გალარზა და სანტიაგო გარსია ბოტა. ნაკრების კაპიტანი კვლავ "სტად ფრანსეს" მესამეხაზელი პაბლო მატერა იქნება.

გასაკვირი არაა, რომ მორაგბეების უმრავლესობა "ხაგუარესიდანაა" - სუპერ რაგბის ფრენჩაიზიდან 35 მოთამაშე ფიგურირებს, ხოლო  ახლადშექმნილი "სეიბოსიდან", რომელიც პირველ პროფესიონალურ სამხრეთ ამერიკულ ტურნირზე მონაწილეობს, 9 წევრი მოხვდა.

ლედესმას 59-კაციანი სია ასეთია:

შერკინება

მარცხენა ბურჯები: იგნასიო კალესი ("პო", საფრანგეთი), ფაკუნდო ხიხენა ("ლესტერ ტაიგერსი", ინგლისი), ტეტაზ ნაუელ ჩაპარო, ხავიერ დიასი, მაშკო ვივასი (სამივე "ხაგუარესი"), ფედერიკო ვეგრზინი ("სეიბოსი");
მარჯვენა ბურჯები: ფრანცისკო გომეს კოდელა ("ლიონი", საფრანგეთი), რამირო ერერა ("ლა როშელი", საფრანგეთი), ენრიკე პიერეტო ("ექსეტერ ჩიფსი", ინგლისი), სანტიაგო მედრანო, ხოელ სკლავი, ლუსიო სორდონი (სამივე "ხაგუარესი"), ხუან პაბლო სეისი ("სეიბოსი");
კვაჭები: ფაკუნდო ბოში ("ლა როშელი", საფრანგეთი), აგუსტინ კრევი, ხულიან მონტოჟა, სანტიაგო სოსინო (სამივე "ხაგუარესი");
მეორე ხაზი: ტომას ლავანინი ("ლესტერ ტაიგერსი", ინგლისი), იგნასიო კალასი, მატიას ალემანო, მარკოს კრემერი, ლუკას პაულოსი, გუიდო პეტი (ყველა "ხაგუარესი"), როდრიგო ფერნანდეს კრიადო ("სეიბოსი");
მესამე ხაზი: პაბლო მატერა ("სტად ფრანსე", საფრანგეთი), ფაკუნდო ისა ("ტულონი", საფრანგეთი), ფრანცისკო გორისენი, როდრიგო ბრუნი, სანტიაგო გრონდონა, ტომას ლეზანა, ხავიერ ორტეგა დესიო, ხუან ბატისტა პედემონტე (ყველა "ხაგუარესი"), სანტიაგო მონტანერი ("სეიბოსი");

უკანა ხაზი

ჰავბექები: გონსალო გარსია ("სეიბოსი"), გონსალო ბერტრანუ, ტომას კუბელი, ფელიპე ეზკურა (სამივე "ხაგუარესი");
მგეზავები: ტომას ალბორნოზი ("სეიბოსი"), დომინგო მიოტი, ხოაკინ დიაზ ბონიშა (ორივე "ხაგუარესი"), პატრისიო ფერნანდესი ("ლიონი", საფრანგეთი), ნიკოლას სანჩესი ("სტად ფრანსე", საფრანგეთი), ბენჯამინ ურდაპიჟეტა ("კასტრი", საფრანგეთი);
შუამარბები: ხუან პაბლო კასტრო, ლუკას მენსა (ორივე "სეიბოსი"), სანტიაგო ჩოკობარესი, ხერონიმო დე ლა ფუენტე, ხუან კრუზ მალია, მატიას მორონი, მატიას ორლანდო (ყველა "ხაგუარესი");
ფრთები: რამირო მოჟანო ("ტულონი", საფრანგეთი), სანტიაგო კორდერო ("ბორდო", საფრანგეთი), სებასტიან კანსელიერე, ბატისტა დელგი, სანტიაგო კარერასი (სამივე "ხაგუარესი");
ფულბექები: ხუან ბატისტა დაირეო ("სეიბოსი"), მატეო კარერასი, ემილიანო ბოფელი, ხოაკინ ტუკულეტი (სამივე "ხაგუარესი").

შეგახსენებთ, რომ "პუმებს" ივლისის ტესტებზე სამი საშინაო მატჩი ჰქონდათ დაგეგმილი: ორი საფრანგეთის და ერთი იტალიის წინააღმდეგ. 

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა