კენიის 7-კაცა ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა [+ფოტო]

კენიის 7-კაცა ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა [+ფოტო]

კენიის 7-კაცა ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ალან მაკაკა, ავტოკატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა.

უბედური შემთხვევა კენიის დედაქალაქ ნაირობში მოხდა პარასკევს ღამით მოხდა. ყოფილი მორაგბე 37 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

"ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გავიგეთ ალან მაკაკას გარდაცვალების შესახებ, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია. ის იყო შესანიშნავი ადამიანი, რომლის დაღუპვამაც დიდი დარტყმა მიაყენა მის ოჯახს, მეგობრებს და რაგბის საზოგადოებას", - წერს კენიის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

მაკაკას მსოფლიო რაგბის სერიებზე 57 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 28 ლელოს გატანა მოახერხა. მან 7-კაცა რაგბის 2005 წლის მსოფლიო თასზეც მიიღო მონაწილეობა. 7-კაცა რაგბის ფიჯელი ლეგენდა ვაისალე სერევი მას ყველა დროის ერთ-ერთ უსწრაფეს მორაგბედ მიიჩნევდა, რომლის თამაშიც ნანახი ჰქონდა. 

სურათი ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან

კომენტარები

ტოპ 14-ის და პრო დ2-ის ახალი სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია
გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო