მატიო ბასტარომ ყველაზე ნიჭიერი და სრულყოფილი თანაგუნდელი დაასახელა

მატიო ბასტარომ ყველაზე ნიჭიერი და სრულყოფილი თანაგუნდელი დაასახელა

"ტულონის" ყოფილმა კაპიტანმა და "ლიონის" ამჟამინდელმა მორაგბემ მატიომ ბასტარომ, რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში დაასახელა ყველაზე ნიჭიერი და სრულყოფილი მოთამაშე, რომლის გვერდითაც უთამაშია.

"ახალგაზრდობაში ჩემი ფავორიტი მორაგბე ტანა უმაგა იყო. 

რაც შეეხება ჩემს თანაგუნდელებს, ბევრ უმაღლესი კლასის მორაგბესთან ერთად მითამაშია, თუმცა მათგან ყველაზე სრულყოფილი და ნიჭიერი მოთამაშე მეთ გიტო იყო. მის შემდეგ, გამოვარჩევდი ჯონი ვილკინსონს, რომელიც თამაშისადმი უფრო სპეციფიური მიდგომით გამოირჩეოდა და მისით აღფრთოვანებული ვიყავი", - განაცხადა ბასტარომ, რომელსაც 2009-2019 წლებში საფრანგეთის ნაკრების კვართით 54-ჯერ უთამაშია.

ბასტარო "ტულონში" 2011-2019 წლებში თამაშობდა, ხოლო ავსტრალიელი მეთ გიტო მის გვერდით 2011-2017 წლებში ასპარეზობდა.

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია