ქართველების "მონპელიემ" ვარჯიშის განახლების თარიღი დაასახელა

ქართველების "მონპელიემ" ვარჯიშის განახლების თარიღი დაასახელა

დღეს "მონპელიეს" ოფიციალურმა ვებგვერდმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც საწვრთნელი პროცესის განახლებაზეა საუბარი.

ორთვიანი კარანტინის შემდეგ, "მონპელიეს" მორაგბეები "სტად ალტრადზე" 2 ივნისს შეიკრიბებიან. პირველ დღეს მოხდება 2019/2020 წლების სეზონის სრული შემადგენლობის სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება, ხოლო ამის შემდეგ მორაგბეები დაიყოფებიან ჯგუფებად და ივნისის თვის განმავლობაში, ასე შეეცდებიან ფიზიკური ფორმის აღდგენას. 

იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთში არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემს, "მონპელიე" კოლექტიურ ვარჯიშებს 1 ივლისიდან განაახლებს. მომდევნო სეზონის მოსამზადებელი ეტაპის მატჩების შესახებ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში სარაგბო სეზონი 16 მარტს შეწყდა და პროფესიული სპორტის განახლება სექტემბრამდე ვერ მოხდება, რის გამოც ტოპ 14 ჩაიშალა. წლევანდელ სეზონში "მონპელიეს" ძირითადი გუნდის და ესპუარების ღირსებას იცავდნენ: მიხეილ ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა, უჩა ჭეიშვილი, რატი ჭიჭიაშვილი, ლუკა აზარიაშვილი, კონსტანტინე მიქაუტაძე, გიგი ლეშკაშელი და გელა აფრასიძე. 

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია