პიშოს სკანდალური განცხადება: "აფრიკამ რაც გააკეთა, ეს ღალატი იყო, თანაც საეჭვო"

პიშოს სკანდალური განცხადება: "აფრიკამ რაც გააკეთა, ეს ღალატი იყო, თანაც საეჭვო"

"მსოფლიო რაგბის" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აგუსტინ პიშომ სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელიც "მსოფლიო რაგბის" განვლილ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება.

"პუმების" ყოფილმა კაპიტანმა არგენტინულ ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა, რომ "რაგბი აფრიკა" მხარს მას უჭერდა, თუმცა ბოლო საათებში რაღაც საეჭვო მოხდა და შემდეგ რაც აფრიკელთა პრეზიდენტმა ხალედ ბაბბუმ გააკეთა, სხვა არაფერი იყო, თუ არა ღალატი.

"ეს ღალატი მოხდა ბოლო დღეებში. კარგად გასაგებია, თუ რატომაც მოხდა ეს. კეთილგანწყობის მოპოვება ეთიკის ზღვარზე ან მის მიღმა მოხდა. ჩვენი მხრიდან ვერავინ ვერ ნახავს რაიმე ასეთი ტიპის მოლაპარაკებას. დიახ, ეს ამ გზით მოხდა და ეს არის მიზეზი ჩვენი მარცხისა. ასეთ რამეს მე არანაირი გზით არ გავაკეთებდი.

ჩვენ 23-23 ხმა გვქონდა 24 საათის განმავლობაში, შემდეგ კი აფრიკამ პოზიცია შეიცვალა და ჩვენ დავმარცხით", - განაცხადა 45 წლის ყოფილმა ცხრა ნომერმა.

"რაგბი აფრიკა" არ არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელზეც არსებობს ეჭვები, რომ პოზიცია ბოლოს შეიცვალა. ბრიტანული "დეილი მეილის" ცნობით, სამოა თავდაპირველად მხარს პიშოს უჭერდა, თუმცა საბოლოოდ ბომონტს მისცა ხმა. ასევე ბევრი ეჭვი არსებობს "რაგბი ევროპის" ორგანიზაციის მიმართ, რომელმაც ორივე ხმა ბომონტს არგო და განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გადაწყვეტილება "რაგბი ევროპის" საბჭოს ერთხმად ჰქონდა მიღებული, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, სულაც არ იყო ასე, რადგან რუმინეთმა და საქართველომ პიშოს მისცეს ხმა, რაც ავტომატურად გამორიცხავს ინგლისელზე მხარდაჭერას, ხოლო პორტუგალიის და გერმანიის რაგბის კავშირებმა განაცხადეს, რომ ხმის მიცემაზე მათთვის აზრი არავის უკითხავს და არსებობს დიდი ეჭვი, რომ "რაგბი ევროპის" პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ ხმა თვითნებურად მისცა 68 წლის ბომონტს. 

შეგახსენებთ, რომ საბოლოო ჯამში ბომონტმა 28 ხმა მოაგროვა, ხოლო პიშომ - 23.

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია