დედის სიტყვები, რომელმაც თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ ნაიჯელ ოუენსის ცხოვრება იხსნა

დედის სიტყვები, რომელმაც თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ ნაიჯელ ოუენსის ცხოვრება იხსნა

ლეგენდარულმა უელსელმა მსაჯმა ნაიჯელ ოუენსმა დედის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც მისი ცხოვრება თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ იხსნა.

როდესაც ოუენსი 26 წლის იყო აღმოაჩინა, რომ გეი იყო და ამ ფაქტთან შეგუება ძალიან გაუჭირდა. მან პარაცეტამოლთან ერთად ბოთლი ვისკი აიღო და იქვე არსებული მთისკენ გაემართა, სადაც დატენილი იარაღით თვითმკვლელობა სცადა. 

როდესაც ნაიჯელს პოლიციამ ვერტმფრენით მიაგნო გადაჭარბებული დოზის გამო ის კომაში იმყოფებოდა, იარაღი კი მკერდზე ედო და ნიკაპისკენ იყო მიმართული. ცოტა ხნის წინ 48 წლის მსაჯმა ერთერთ პოდკასტზე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გულახდილად ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით დედის სიტყვები გაიხსენა. 

მომხდარის შემდეგ იგი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც დედამ უთხრა: "თუ კიდევ ერთხელ გააკეთებ მსგავს რამეს, შესაძლოა ჩემი და მამაშენის სიცოცხლეც თან გაიყოლო, რადგან ჩვენ შენს გარეშე ცხოვრება არ გვინდა" - ამის თქმის შემდეგ დედამისმა ოთახი უსიტყვოდ დატოვა. 

მოგვიანებით, ოუენსმა თავის თავს უთხრა, რომ უნდა შეეგუოს არსებულ რეალობას, რადგან სექსუალური იდენტობის შეცვლა შეუძლებელია. ლეგენდარული მსაჯის განცხადებით დედის მიერ ნათქვამმა სიტყვებმა მისი ცხოვრება გადაარჩინა. ნაიჯელმა ისიც გაიხსენა, რომ მან 2015 წლის მსოფლიო თასის ფინალში 85,000 მაყურებლის წინაშე იმსაჯა და ამ მატჩში მასზე უდიდესი წნეხი იყო, თუმცა ფინალში მსაჯობა იმ გამოწვევასთან შედარებით, რასაც თავის პიროვნებასთან შეგუება ერქვა არაფრად მიაჩნია. 

კომენტარები

მარადონა თუ მესი? ფედერერი თუ ნადალი? - ბოდენ ბარეტმა ფავორიტები დაასახელა
ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ "ტულონი" დატოვა
"ოლ ბლექსში" ნათამაშები სამოელების ყველა დროის საუკეთესო გუნდი
სუპერ რაგბი აოთიროა: როგორ აფასებენ გუნდების საჩემპიონო შანსებს?
ოფიციალურად: საფრანგეთის ჩემპიონი ხელფასებს შეამცირებს
"კლერმონი" კაკაბაძეს, ლეიდლოუს, ტოეავას და სხვა მორაგბეებს დაემშვიდობა [VIDEO]
ფრანკ აზემა: "ზირაქაშვილი დიდი მორაგბეა, რომელიც "კლერმონის" ისტორიაში შევიდა"
დავით ზირაქაშვილის მიერ დადებული ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული ლელო რაგბიში [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" "კორონავირუსის თასის" იდეა უარყო
"მსოფლიო რაგბის" 10 ახალი წესი კორონავირუსის რისკის შესამცირებლად