ინგლისის პრემიერშიპის დაბრუნება გადაიდო

ინგლისის პრემიერშიპის დაბრუნება გადაიდო

ინგლისური კლუბები ვარჯიშს მინიმუმ ორი კვირის მანძილზე ვერ დაუბრუნდებიან, ამის გამო პრემიერშიპის განახლება ივლისში ვეღარ მოხერხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო, მთავრობა შეთანხმდა, რომ პრემიერშიპის 2019/2020 წლების სეზონის განახლებისთვის მზადების დაწყება ჯერ ძალიან ადრეა. პროფესიონალური თამაშის საბჭოს დირექტორმა კრის ბოიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოება ყველაზე მაღლა დგას. 

"შეხვედრაზე რომელსაც საბჭოსთან ერთად ინგლისის სარაგბო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ შევთანხმდით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ დიდი სამუშაოები გავწიეთ, რათა პრემიერშიპის კლუბები ვარჯიშს უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ, უფრო მეტი დროა საჭირო მორაგბეების და ოფიციალური წარმომადგენლების უზრუნველსაყოფად და მოსალოდნელი არ არის რომ ეს ორ კვირაში მოხდეს. 

სარაგბო საზოგადოებაში უსაფრთხოება და კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ველოდებით სეზონის განახლებას როდესაც ეს ყველაზე უსაფრთხო იქნება, დამატებითი ინფორმაციები მოგვიანებით გახდება ცნობილი" - განაცხადა ბოიმ. 

პრემიერშიპი გეგმავდა, რომ საუკეთესო შემთხვევაში ჩემპიონატი ივლისში განეახლებინა, თუმცა აღნიშნული განახლება გადაიდო, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, პრემიერშიპი ოქტომბრამდე გაგრძელდეს. 

კომენტარები

მარადონა თუ მესი? ფედერერი თუ ნადალი? - ბოდენ ბარეტმა ფავორიტები დაასახელა
ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ "ტულონი" დატოვა
"ოლ ბლექსში" ნათამაშები სამოელების ყველა დროის საუკეთესო გუნდი
სუპერ რაგბი აოთიროა: როგორ აფასებენ გუნდების საჩემპიონო შანსებს?
ოფიციალურად: საფრანგეთის ჩემპიონი ხელფასებს შეამცირებს
"კლერმონი" კაკაბაძეს, ლეიდლოუს, ტოეავას და სხვა მორაგბეებს დაემშვიდობა [VIDEO]
ფრანკ აზემა: "ზირაქაშვილი დიდი მორაგბეა, რომელიც "კლერმონის" ისტორიაში შევიდა"
დავით ზირაქაშვილის მიერ დადებული ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული ლელო რაგბიში [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" "კორონავირუსის თასის" იდეა უარყო
"მსოფლიო რაგბის" 10 ახალი წესი კორონავირუსის რისკის შესამცირებლად