"კარკასონმა" საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ორი მორაგბე დაიმატა

"კარკასონმა" საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ორი მორაგბე დაიმატა

ფრანგული გამოცემა Rugby-transferts-ი იუწყება, რომ "კარკასონმა" მომდევნო სეზონისთვის 15 მორაგბე დაიმატა, ხოლო 12 გაუშვა.

ჩვენთვის საინტერესო კი ის გახლავთ, რომ პრო დ2-ის ბინადარმა ორი თინეიჯერი ქართველი მორაგბე დაიმატა: "არმიის" 18 წლის კვაჭი ნუგზარ სომხიშვილი და "არმაზის" 19 წლის ბურჯი ნიკოლოზ ნარმანია.

ცნობისთვის, ორივე მოთამაშე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წლევანდელ გაფართოებულ შემადგენლობაში იმყოფებოდა და რამდენიმე შეკრებაც გაიარეს, რომლის მიზანიც მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მომზადება გახლდათ, თუმცა როგორც იცით, პანდემიის გამო, იტალიაში გასამართი ტურნირი გაუქმდა.

შეგახსენებთ, რომ "კარკასონი" წლევანდელ, კორონავირუსის გამო ჩაშლილ პრო დ2-ში, 23 ტურის შემდეგ 49 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფებოდა.

კომენტარები

მარადონა თუ მესი? ფედერერი თუ ნადალი? - ბოდენ ბარეტმა ფავორიტები დაასახელა
ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ "ტულონი" დატოვა
"ოლ ბლექსში" ნათამაშები სამოელების ყველა დროის საუკეთესო გუნდი
სუპერ რაგბი აოთიროა: როგორ აფასებენ გუნდების საჩემპიონო შანსებს?
ოფიციალურად: საფრანგეთის ჩემპიონი ხელფასებს შეამცირებს
"კლერმონი" კაკაბაძეს, ლეიდლოუს, ტოეავას და სხვა მორაგბეებს დაემშვიდობა [VIDEO]
ფრანკ აზემა: "ზირაქაშვილი დიდი მორაგბეა, რომელიც "კლერმონის" ისტორიაში შევიდა"
დავით ზირაქაშვილის მიერ დადებული ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული ლელო რაგბიში [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" "კორონავირუსის თასის" იდეა უარყო
"მსოფლიო რაგბის" 10 ახალი წესი კორონავირუსის რისკის შესამცირებლად