"მონპელიე" პიტერ-სტეფ დუ ტოის არ ეშვება

"მონპელიე" პიტერ-სტეფ დუ ტოის არ ეშვება

პიტერ-სტეფ დუ ტოის სატრანსფერო საგას ბოლო არ უჩანს: თავდაპირველად დაიწერა, რომ მსოფლიოს 2019 წლის საუკეთესო მორაგბე "მონპელიეში" გადავიდოდა და წელიწადში 1.2 მილიონ ევროს მიიღებდა, რითაც მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე გახდებოდა, შემდეგ დაიწერე, რომ პიტერმა გადაიფიქრა და "სტორმერსში" დარჩება ამჯობინა, ახლა კი კიდევ ახალი ამბავი გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დუ ტოი "მონპელიეში" მაინც გადავა, ოღონდ ეს მოხდება 2021 წელს. როგორც ირკვევა, მისი ხელფასი ოდნავ ნაკლები იქნება, ვიდრე თავდაპირველად უნდა ყოფილიყო, თუმცა ის მაინც იქნება 1 მილიონ ევროზე მეტი და ისიც იწერება, რომ მხარეები საბოლოო შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს არიან.

ცნობისთვის, "მონპელიეში" სეზონურად 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს დუ ტოის თანამემამულე ანდრე პოლარდი, რომელიც ამ დროისთვის "ბრისტოლის" ახალზელანდიელ ფულბექთან, ჩარლზ პიუტაუსთან ერთად, ყველაზე მაღალანაზღაურებად მორაგბედ ითვლება.

დუ ტოი "სტორმერსში" 2016 წელს "შარქსიდან" გადავიდა და მას შემდგომ სუპერ რაგბიში ჩატარებულ 55 მატჩში 3 ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო სამხრეთ აფრიკის ნაკრებში 2013 წლიდან თამაშობს, დღემდე 55 კეპი მოიხვეჭა და მოწინააღმდეგეთა ლელო 5-ჯერ აიღო. მან ტრიუმფით დასრულებულ 2019 წლის მსოფლიო თასზე 5 შეხვედრა ჩაატარა და "ოლ ბლექსის" დალელოვება მოახერხა. 

კომენტარები

მარადონა თუ მესი? ფედერერი თუ ნადალი? - ბოდენ ბარეტმა ფავორიტები დაასახელა
ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ "ტულონი" დატოვა
"ოლ ბლექსში" ნათამაშები სამოელების ყველა დროის საუკეთესო გუნდი
სუპერ რაგბი აოთიროა: როგორ აფასებენ გუნდების საჩემპიონო შანსებს?
ოფიციალურად: საფრანგეთის ჩემპიონი ხელფასებს შეამცირებს
"კლერმონი" კაკაბაძეს, ლეიდლოუს, ტოეავას და სხვა მორაგბეებს დაემშვიდობა [VIDEO]
ფრანკ აზემა: "ზირაქაშვილი დიდი მორაგბეა, რომელიც "კლერმონის" ისტორიაში შევიდა"
დავით ზირაქაშვილის მიერ დადებული ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული ლელო რაგბიში [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" "კორონავირუსის თასის" იდეა უარყო
"მსოფლიო რაგბის" 10 ახალი წესი კორონავირუსის რისკის შესამცირებლად