დიდი ცვლილებები? - რაგბის ახალი გლობალური კალენდარი, რეალობას უფრო მიუახლოვდა

დიდი ცვლილებები? - რაგბის ახალი გლობალური კალენდარი, რეალობას უფრო მიუახლოვდა

6 ერმა და სანზაარმა დაადასტურეს, რომ ისინი მჭიდროდ მუშაობენ საერთაშორისო გლობალური კალენდრის შესაქმნელად.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ორ თვეზე მეტია, სარაგბო ტურნირები შეჩერებულია, რამაც მხარეებს საშუალება მისცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხის შესახებ, უფრო აქტიურად ემსჯელათ და განეხილათ სხვადახვა წინადადებები.

პირველ რიგში, საუბარი იმაზეა, რომ 6 ერი და რაგბი ჩემპიონშიპი ერთდროულად გაიმართოს. ამ მომენტისთვის, 6 ერი თებერვალ-მარტში, ხოლო რაგბი ჩემპიონშიპი აგვისტო-სექტემბერშია ჩანიშნული.

ეს სიახლე მისასალმებელი უნდა იყოს, როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე მორაგბეებისთვის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არაკომფორტულ ვითარებაში ვარდებიან, რადგან შესაძლოა, თამაშობდნენ ჩრდილოეთი საკლუბო ჩემპიონატში და სამხრეთულ ნაკრებში, რაც არც თუ იშვიათად, მათ კლუბიდან განთავისუფლებაში პრობლემებს უქმნით და ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ ჩრდილოეთში და სამხრეთში  აბსოლუტურად განსხვავებული კალენდარია.

როგორც განცხადებაში ნათქვამია, ისინი იმსჯელებენ საკუთარი ინტერესების მიღმა, რომ მოხდეს გლობალური კალენდრის შექმნა.

"მსოფლიო რაგბის" მარტის შეხვედრის შემდეგ, სანზაარი და 6 ერი მჭიდროდ თანამშრომლობენ, რომ მოხდეს ძირითადი პრინციპების შემუშავება და წინადადებებზე შეთანხმება, რომლებიც ხელს შეუწყობს გლობალური კალენდრის შესწორებას. 

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, არსებობდეს გარკვეული განსხვავებული ხედვები, ერებმა თავიდანვე მოილაპარაკეს, რომ გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება მხოლოდ საკუთარი ინტერესების მიხედვით და გაცნობიერებული უნდა იქნა, რომ სწორი დაგეგმვის და მართვის შემთხვევაში, სანაკრებო და საკლუბო რაგბი მიიღებენ საერთო სარგებელს, რაც ორივეს განვითარებას წაადგება.

შემდგომი საკონსულტაციო პროცესი გაგრძელდება კავშირების, მორაგბეების და კლუბების მონაწილეობით, რომელიც იქნება გამჭვირვალე", - წერია განცხადებაში.

შემუშავებულია შვიდი ძირითადი პრინციპი, რომელთა შესახებაც უნდა გაგრძელდეს მსჯელობა, რომ მოხდეს საბოლოო პროექტი მიღება. ეს შვიდი ძირითადი პრინციპია:

1. მნიშვნელოვნად შემცირდეს დამთხვევა სანაკრებო და საკლუბო კალენდარს შორის;

2. მოხდეს სანაკრებო ტურნირებზე კლუბების მიერ მოთამაშეების გაშვების წესის უკეთ განსაზღვრა;   

3. გაუმჯობესდეს მორაგბეების კეთილდღეობა;

4. ნარატივის და კონკურენციის ზრდა საერთაშორისო და საშინაო ტურნირებში, ცარიელი ფანჯრების გარშემო;

5. ნათლად განისაზღვროს მაღალეფექტური გზა მზარდი ერებისთვის, რომლითაც მიიღებენ საერთაშორისო მასშტაბით თამაშში უფრო მეტ ჩართულობას;

6. ტურნირების სტრუქტურების ევოლუცია, რომელიც საფუძველს ჩაუყრის უფრო მეტ კომერციულ შემოთავაზებებს;

7. აღდგეს საზოგადოების რწმენა რაგბის ძირითადი ღირებულებებისადმი და ძლიერმა კოლექტიურმა მმართველობამ აჩვენონ თამაშის საუკეთესო ინტერესები.

როგორც ხედავთ, პრინციპების ერთ-ერთი პუნქტი ეხება მზარდ ერებს, რომელშიც მეორე და მესამე დონის ქვეყნები იგულისხმებიან და ნათქვამია, რომ მათი ჩართულობა საერთაშორისო მასშტაბით უნდა გაიზარდოს, თუმცა როგორ უნდა მოხდეს ეს, ჯერჯერობით კონკრეტულად არაა ნათქვამი, ისევე როგორც ის, თუ როგორი იქნება ახალი გლობალური კალენდრის საბოლოო ვერსია. 

იმასაც შეგახსენებთ, რომ გლობალური კალენდრის ანუ ახალი ერთა ლიგის თავდაპირველი პროექტი, გასული წლის ივნისში სწორედ 6 ერმა ჩაშალა, რომელმაც საკუთარ ტურნირზე აღზევება/დაქვეითების სისტემის შემოღება არ ისურვა. "მსოფლიო რაგბის" ხელახლა  არჩეულმა პრეზიდენტმა ბილ ბომონტმა ორი კვირის წინ კი განაცხადა, რომ ერთა ლიგის შექმნა შეუძლია ისე, რომ არ შეეხონ 6 ერს, რომელიც დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და თავად წყვეტს, თუ რა ფორმატით ჩაატარებს ტურნირს. 

ამრიგად, როგორი ფორმატი ექნება ახალ ტურნირს და როგორი იქნება ახალი გლობალური კალენდარი, ამის შესახებ კონკრეტულად არაფერია ცნობილი.

კომენტარები

მარადონა თუ მესი? ფედერერი თუ ნადალი? - ბოდენ ბარეტმა ფავორიტები დაასახელა
ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ "ტულონი" დატოვა
"ოლ ბლექსში" ნათამაშები სამოელების ყველა დროის საუკეთესო გუნდი
სუპერ რაგბი აოთიროა: როგორ აფასებენ გუნდების საჩემპიონო შანსებს?
ოფიციალურად: საფრანგეთის ჩემპიონი ხელფასებს შეამცირებს
"კლერმონი" კაკაბაძეს, ლეიდლოუს, ტოეავას და სხვა მორაგბეებს დაემშვიდობა [VIDEO]
ფრანკ აზემა: "ზირაქაშვილი დიდი მორაგბეა, რომელიც "კლერმონის" ისტორიაში შევიდა"
დავით ზირაქაშვილის მიერ დადებული ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული ლელო რაგბიში [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" "კორონავირუსის თასის" იდეა უარყო
"მსოფლიო რაგბის" 10 ახალი წესი კორონავირუსის რისკის შესამცირებლად