გელა აფრასიძე ყველაზე პერსპექტიულ ცხრა ნომრებს შორისაა - ფრანგები გამოკითხვას ატარებენ

გელა აფრასიძე ყველაზე პერსპექტიულ ცხრა ნომრებს შორისაა - ფრანგები გამოკითხვას ატარებენ

© Icon Sport

ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა rugbyrama-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ხუთი ახალგაზრდა, ყველაზე პერსპექტიული ცხრა ნომრები დაასახელა, რომლებიც აღნიშნულ პოზიციაზე მსოფლიო რაგბის მომავალს წარმოადგენენ. 

ჩვენთვის სასიხარულოა, რომ მათ შორის მოხვდა საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერი გელა აფრასიძე, რომელიც ზემოხსენებულ ჩამონათვალში ბენ უაითის ("ლესტერ ტაიგერსი", 21 წლის), ტეიტე მაკდერმოტის ("რედსი", 21 წლის), გრეიგ ქესის ("მანსტერი", 21 წლის) და ჯეიმი დობის ("გლაზგო უორიორსი", 18 წლის) გვერდით არის დასახელებული. 

rugbyrama.fr 22 წლის აფრასიძეს ასე ახასიათებს:

თუ ფართო პუბლიკამ ის წლევანდელ სეზონში გაიცნო, "მონპელიეს" და საქართველოს გულშემატკივრებმა, მისი პოტენციალის შესახებ უკვე რამდენიმე წელია იციან მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან. 

ის 2016 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოჩნდა, ხოლო მომდევნო ორ ტურნირზე, შეჯიბრების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მოთამაშე იყო. ის ამ დროს (2017 წლიდან) უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და 6 ერის ბ ტურნირზე (რაგბი ევროპის ჩემპიონატზე) კონკურენციას უწევდა გამოცდილ ქართველ მორაგბეებს. მან გასულ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა მსოფლიო თასზე, სადაც სათამაშო დროს ბრიველ ვასილ ლობჟანიძესთან იყოფდა.

არაპროგნოზირებადი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია გახდეს კაშკაშა ვარსკვლავი. ანტუან დუპონის მსგავსად, მოკრძალებული ფიზიკური გაბარიტებისაა (175 სმ, 170 კგ)  და არის მრავალფეროვანი. "მონპელიე" არ შემცდარა, როდესაც 2017 წელს აფრასიძე დაიმატა. მან წლევანდელ, მოკლე სეზონში (მსოფლიო თასის და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მონაკვეთს შორის) 3 მატჩი ჩაატარა ტოპ 14-ში, რაც მისი მომავლისთვის მხოლოდ კარგს ნიშნავს."

აქვე გეტყვით, რომ სტატიის ბოლოს ფრანგული გამოცემა გამოკითხვას აწარმოებს, თუ რომელი იქნება საუკეთესო ჰავბექი მომავალში და გულშემატკივარს ხმის მიცემა ამ ბმულზე შეუძლია -> გამოკითხვაში მონაწილეობა. 

ამ წუთისთვის (13:10 საათი) 1151 ადამიანს აქვს ხმა მიცემული და აფრასიძე გამოკითხვას 44%-ით ლიდერობს.

კომენტარები

მარადონა თუ მესი? ფედერერი თუ ნადალი? - ბოდენ ბარეტმა ფავორიტები დაასახელა
ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ "ტულონი" დატოვა
"ოლ ბლექსში" ნათამაშები სამოელების ყველა დროის საუკეთესო გუნდი
სუპერ რაგბი აოთიროა: როგორ აფასებენ გუნდების საჩემპიონო შანსებს?
ოფიციალურად: საფრანგეთის ჩემპიონი ხელფასებს შეამცირებს
"კლერმონი" კაკაბაძეს, ლეიდლოუს, ტოეავას და სხვა მორაგბეებს დაემშვიდობა [VIDEO]
ფრანკ აზემა: "ზირაქაშვილი დიდი მორაგბეა, რომელიც "კლერმონის" ისტორიაში შევიდა"
დავით ზირაქაშვილის მიერ დადებული ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული ლელო რაგბიში [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" "კორონავირუსის თასის" იდეა უარყო
"მსოფლიო რაგბის" 10 ახალი წესი კორონავირუსის რისკის შესამცირებლად