იაპონიის რაგბის კავშირის თავმჯდომარე: "სარაგბო სამყარო გახლეჩილია"

იაპონიის რაგბის კავშირის თავმჯდომარე: "სარაგბო სამყარო გახლეჩილია"

იაპონიის რაგბის კავშირის თავმჯდომარემ კენსუკე ივაბუჩიმ განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის სარაგბო სამყარო გახლეჩილია, რასაც აუცილებლად უნდა მოეღოს ბოლო.

ეს ყველაზე უკეთ "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოჩნდა, როდესაც 6 ერმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ბილ ბომონტს და თვრამეტივე ხმა მისცა, ხოლო "სანზაარმა" თორმეტივე ხმა აგუსტინ პიშოს არგო.

განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ "აზია რაგბის" რეგიონალურ ორგანიზაციას და იაპონიის რაგბის კავშირსაც. კონტინენტურმა ორგანომ ხმა პიშოს მისცა, ხოლო იაპონელთა სიმპათიები ბომონტმა დაიმსახურა. 44 წლის ვეტერანმა მგეზავმა განაცხადა, რომ "აზია რაგბის" მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იყო იაპონიას 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ემასპინძლა და სამომავლოდ საჭიროა, რომ იყვნენ ერთიანები და ერთად იმუშაონ.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სარაგბო სამყაროში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებს შორის სერიოზული განხეთქილება არსებობს. როგორც უკანასკნელი მსოფლიო თასის მასპინძლები და მეოთხედფინალისტები, ვგრძნობთ, რომ ეს არ არის კარგი ჩვენი სპორტისთვის და შეგვიძლია გარკვეული როლი ვითამაშოთ ამ განხეთქილების აღმოფხვრაში.

იაპონიას ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რაც მას უნიკალურ მდგომარეობაში აყენებს. ცხადია, რომ ჩვენ ვართ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყანა, მაგრამ დროის სარტყელის მიხედვით, უფრო ახლოს სამხრეთ ნახევარსფეროსთან და მის ტურნირებთან ვართ. თუმცა, ასეთი საუბარი გამომდინარეობს იქიდან, რომ სარაგბო სამყარო ორ ნახევარსფეროდაა გაყოფილი. 

ამ მომენტისთვის, საერთაშორისო კალენდარი ემყარება ორ დიდ ტურნირს, 6 ერს და რაგბი ჩემპიონშიპს, თუმცა ახალ გლობალურ ტურნირთან დაკავშირებით ბევრი მსჯელობა გვაქვს. თუ ჩვენ შევძლებთ გლობალური კალენდარის მიღებას ან სარაგბო სამყაროს დავყოფთ ოთხ ან ხუთ ძლიერ რეგიონად, მაშინ შეიძლება, რომ ყველაფერი განსხვავებული იყოს. ჩვენ უნდა მივყვეთ მსოფლიოს ცვლილებების განხორციელებაში", - განაცხადა იაპონური რაგბის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია