პიტერ-სტეფ დუ ტოის მომავალი საბოლოოდ გაირკვა

პიტერ-სტეფ დუ ტოის მომავალი საბოლოოდ გაირკვა

2019 წლის საუკეთესო მორაგბე პიტერ-სტეფ დუ ტოიმ მის გარშემო არსებულ მითქმა-მოთქმას წერტილი დაუსვა და "სტორმერსში" დარჩენა გადაწყვიტა. 

როგორც აქამდე ვწერდით, კორონავირუსის გამო, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის მიერ მორაგბეებისთვის მიცემული 21 დღიანი ვადის ბოლოს პიტერ-სტეფმა კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვა. საუბარი იყო, რომ ფრანგული "მონპელიე" მესამე ხაზელს წელიწადში 1.2 მილიონ ევროს სთავაზობდა, მისი გადაბირებით დაინტერესებულნი იყვნენ აგრეთვე იაპონური კლუბებიც. 

დღეს კი სამხრეთ აფრიკელმა მორაგბემ ყველაფერს ნათელი მოჰფინა და კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებული განცხადება გააუქმა. შედეგად 27 წლის დუ ტოი ამჟამინდელი კონტრაქტით "სტორმერსში" მინიმუმ 2021 წლის ლომების ტურნეს დასრულებამდე დარჩება და ხელფასი თანაგუნდელების მსგავსად შეუმცირდება, რადგან კორონავირუსმა სხვებთან ერთად აფრიკულ რაგბისაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. 

შეგახსენებთ, რომ პიტერ-სტედ დუ ტოი სამხრეთ აფრიკის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა და გასულ წელს მსოფლიო თასის მოგებაში დიდი როლი ითამაშა, ამაზე კი წლის მორაგბისთვის განკუთვნილი პრიზის მიღებაც მოწმობს. 

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე