ჩესლინ კოლბიმ ლომების ტურნეს და ოლიმპიადას შორის, არჩევანი გააკეთა

ჩესლინ კოლბიმ ლომების ტურნეს და ოლიმპიადას შორის, არჩევანი გააკეთა

სამხრეთ აფრიკის ნაკრების და "ტულუზის" ვარსკვლავმა ჩესლინ კოლბიმ, მომდევნო წლის სანაკრებო გეგმებზე ისაუბრა.

2021 წლის ზაფხულში სამხრეთ აფრიკას ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები ეწვევიან, პარალელურად კი, იაპონიაში ოლიმპიადა გაიმართება, რომელიც 2020 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთი წლით გადაიწია. ოლიმპიურ თამაშებზე, რაგბი 7-კაცას და 7-ქალას პროგრამითაა წარდგენილი.

კოლბი 2020 წლისთვის გეგმავდა, რომ სამშობლოს ოლიმპიადაზე დახმარებოდა, მაგრამ 2021 წლისთვის განსხვავებული გეგმები აქვს და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინააღმდეგ თამაში სურს.

"ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინააღმდეგ თამაშის ერთადერთი შანსი შემდეგ წელს მექნება, ამიტომაც მე აუცილებლად ამ ვარიანტს ავირჩევ", - განაცხადა 26 წლის ვარსკვლავმა. 

კოლბი 2012-2016 წლებში 7-კაცას ნაკრებში თამაშობდა, ხოლო 2018 წელს 15-კაცას ნაკრებში ჰქონდა დებიუტი, მას შემდგომ 14 კეპი მოიხვეჭა, 8 ლელოს გატანა მოახერხა და 2019 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა, რომლის ფინალურ მატჩშიც ინგლისს ულამაზესი ლელო დაუდო. ის "ტულუზში" 2017 წელს "სტორმერსიდან" გადავიდა და 57 მატჩში მოწინააღმდეგეთა ლელო 20-ჯერ  აიღო. კოლბი საფრანგეთის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მორაგბედ იქნა დასახელებული. 

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნე 2021 წლის 3 ივლისს "სტორმერსთან" მატჩით დაიწყება, ხოლო სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ 3 მატჩს გამართავენ - 24 ივლისს, 31 ივლისს და 7 აგვისტოს. 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა