აგუსტინ პიშო: "ჩემი მარცხის მიზეზი? - 6 ერი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს"

აგუსტინ პიშო: "ჩემი მარცხის მიზეზი? - 6 ერი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს"

"მსოფლიო რაგბის" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აგუსტინ პიშომ დუმილი დაარღვია და წაგებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა. 

პიშოს აზრით, მისი მარცხის მიზეზი 6 ერია, რომელსაც უზარმაზარი ძალაუფლება გააჩნია და "მსოფლიო რაგბიში" ცვლილებები არ სურს. 

"მსოფლიო რაგბის 70%-მა ჩვენს იდეებს მხარი დაუჭირა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა. რატომ? იმიტომ, რომ ძალაუფლება ევროპის 6 ერს გააჩნია და ისინი აკონტროლებენ ყველაფერს. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ მოულოდნელი იყო აფრიკის გადაწყვეტილებაც.

არგენტინული და მთლიანად ჩვენი კონტინენტის რაგბისთვის ნამდვილად საამაყოა, რომ ჩვენს იდეებს ისეთმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი, როგორებიც არიან ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და აშშ. რაც შეეხება მომავალს, ვნახოთ როგორ იმუშავებს ფრანგულ-ინგლისური ჰეგემონია და მათი იდეები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. თუ მათ სათანადოდ ვერ იმუშავეს, ჩვენ საკუთარ პროექტს კვლავ წარმოვადგენთ", - განაცხადა არგენტინის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, რომელმაც მარცხის შემდეგ, პირადი გადაწყვეტილებით "მსოფლიო რაგბის" საბჭო და ამერიკული რაგბის პრეზიდენტის პოსტი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ "მსოლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნებზე ბილ ბომონტმა 28 ხმა დააგროვა, ხოლო აგუსტინ პიშომ - 23. აქედან 18 ხმა ბომონტს 6 ერის ქვეყნებმა მისცეს. 

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა