შოტლანდიის ნაკრების მორაგბე კარიერას ასრულებს

შოტლანდიის ნაკრების მორაგბე კარიერას ასრულებს

"გლაზგო უორიორსის" ცენტურიონმა და შოტლანდიის ნაკრების მორაგბე რუარიდ ჯექსონმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ სარაგბო კარიერას ასრულებს.

32 წლის მორაგბემ გლაზგოურ კლუბში 163 მატჩი ჩაატარა და აღნიშნული გუნდის ღირსებას ორჯერ იცავდა, "გლაზგო უორიორსში" მისი დებიუტი 2006 წელს შედგა. ინგლისის პრემიერშიპის გუნდებში ასპარეზობის შემდეგ ის გლაზგოში 2017 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ იქ ირიცხება. 

ჯექსონს როგორც ფულბეკის ისე მგეზავის პოზიციაზე ერთნაირად წარმატებით შეუძლია თამაში, მისი დებიუტი შოტლანდიის ნაკრებში 2010 წელს შედგა, როდესაც "ნარშავები" მის მშობლიურ ქალაქ აბერდინში სამოას დაუპირისპირდნენ და შეცვლაზე შესულმა ჯექსონმა მატჩის მიწურულს გატანილი ჯარიმის წყალობით თავის ქვეყანას გამარჯვება მოუტანა. საერთო ჯამში ნაკრებში მის ანგარიშზე 33 შეხვედრა და 37 ქულაა. რუარიდ ჯექსონს აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიო თასზეც.

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია