პიტერ-სტეფ დუ ტოიმ გადაწყვეტილება შეცვალა

პიტერ-სტეფ დუ ტოიმ გადაწყვეტილება შეცვალა

2019 წლის საუკეთესო მორაგბე პიტერ-სტეფ დუ ტოიმ გადაწყვეტილება შეცვალა და "სტორმერსს" კონტრაქტის გაწყვეტის თხოვნით მიმართა.

"სტორმერსის" მესამეხაზელს აფრიკულ გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა კორონავირუსის გამო არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა მორაგბეებს 21 დღიანი ვადა მისცა, რათა თავიანთ კლუბებთან კონტრაქტები გაწყვიტონ და უკეთესი ვარიანტის შემთხვევაში სხვა გუნდში გადავიდნენ. 

როგორც ცნობილი იყო, დუ ტოის ქართველი ლეგიონერების სიმრავლით გამორჩეული "მონპელიე" ეპატიჟება, რის სანაცვლოდაც 3 წლიან კონტრაქტს და საერთო ჯამში 3,6 მილიონ ევროს სთავაზობს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ 27 წლის მორაგბემ აღნიშნული შეთავაზება უარყო და სამშობლოში დარჩენა გადაწყვიტა, თუმცა როგორც ირკვევა 21 დღიანი ვადის მიწურულს დუ ტოიმ გადაწყვეტილება შეცვალა და აფრიკული მედიის ინფორმაციით საზღვარგარეთ სურს თამაში. დიდი ალბათობით ის "მონპელიეს" შეუერთდება.

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე