ბერნარდ ლაპორტი: "ივლისის ტესტები, ოქტომბერში? ჯერ არ ვიცით"

ბერნარდ ლაპორტი: "ივლისის ტესტები, ოქტომბერში? ჯერ არ ვიცით"

"მსოფლიო რაგბის" ვიცე-პრეზიდენტმა და საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა, წლევანდელი სანაკრებო კალენდრის შესახებ ისაუბრა.

გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ივლისის ტესტები გადაიდო. არის საუბრები, რომ ზაფხულში გასამართი მატჩები, შესაძლოა, ოქტომბერში გაიმართოს, თუმცა ლაპორტმა განაცხადა, რომ ამის თქმა ჯერ არ შეუძლია და მეტიც, არ იცის, მოხერხდება თუ არა ნოემბრის ტესტების ჩატარება. მისი თქმით, ამ ყველაფერზე პასუხი ივნისში ექნებათ.

"ივლისის ტესტები რომ გადაიდებოდა, ამას ველოდით. აპრილის ბოლოს, არგენტინამ საზღვრები სექტემბრამდე ჩაკეტა და ამის შემდგომ, ბუნებრივია, ვიცოდით, რაც იქნებოდა", - თქვა 56 წლის ლაპორტმა.

საფრანგეთის ნაკრებს 4 და 11 ივლისს გასვლაზე სწორედ არგენტინის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, ხოლო ნოემბრის ტესტებზე საქართველოსთან, ავსტრალიასთან და სამხრეთ აფრიკასთან მატჩები აქვს ჩანიშნული.

"სამწუხაროა, მაგრამ ჩატარდება თუ არა ოქტომბერ-ნოემბერში სანაკრებო მატჩები, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. შეძლებს ჩრდილოეთ ნახევარსფერო სამხრეთში წასვლას და პირიქით? ჩვენ ეს ივნისის შუა რიცხვებში ან ბოლოსკენ გვეცოდინება.

რთული სიტუაციაა. ჩვენ გვინდა, რომ სამხრეთ ნახევარსფეროში წავიდეთ ოქტომბერში, ხოლო მომდევნო თვეს მათ ვუმასპინძლოთ, ეს კომპრომისული იქნებოდა, თუმცა გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც. 

ევროპის პროფესიონალური საკლუბო რაგბი (EPCR) აპირებს ტურნირების განახლებას სექტემბერში და 16-17 ოქტომბერს გეგმავს ჩემპიონთა თასის და ჩელენჯ თასის ფინალების მარსელში ჩატარებას. 

მე მესმის, რომ ყველა ცდილობს გაიტანოს საკუთარი რამ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ფედერაციები უფსკრულში  აღმოჩნდნენ. ჩვენ ვერ ვეტყვით სამხრეთ ჰემისფეროს, "ვერ ჩამოვალთ, რადგან საკლუბო ტურნირებია ჩასატარებელი".

როცა ჩვენ ვხედავთ ფინანსურ სირთულეებს, რომელშიც არიან ფედერაციები, საჭიროა, რომ დავეხმაროთ მათ. ამის შემდეგ, თუ გამოჩნდება სხვა ხელისშემშელი პირობები, რომელიც წასვლაში ხელს შეგვიშლის, ეს სხვა რამეა. მე მესმის კლუბების, რომლებსაც სურთ ჩატარდეს მათი ტურნირები და შეძლონ თამაში. საჭიროა, რომ საერთო ენა გამოვძებნოთ ყველამ. გადაწყვეტილება ივნისის ბოლოსთვის მიღებული უნდა გვქონდეს", - განაცხადა საფრანგეთის ნაკრების და "ტულონის" ყოფილმა მწვრთნელმა.

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა