ჩემპიონთა თასზე გუნდების რაოდენობა გაიზრდება

ჩემპიონთა თასზე გუნდების რაოდენობა გაიზრდება

ორიოდე დღის წინ, ევროპის პროფესიონალურმა საკლუბო რაგბიმ (EPCR) ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა, რომ 2020/2021 წლების სეზონის ჩემპიონთა თასის ახალი ფორმატზე მუშაობენ, რომლის მიხედვითაც, ტურნირზე გუნდების რაოდენობის გაზრდა 24-მდე იგეგმება.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა "ეკიპი" წერს, რომ 24-გუნდიანი მოდელი, რომელიც ფრანგებისგან იქნა წარდგენილი, მოწონებული იქნა და დიდი ალბათობით, მას 2-3 კვირაში ოფიციალურად დაამტკიცებენ.

ფრანგების ეს მოთხოვნა იქიდან გამომდინარე იქნა წამოყენებული, რომ საფრანგეთში სპორტული აქტივობები სექტემბრამდე შეწყდა და შესაბამისად, ტოპ 14-ის სეზონი გაუქმდა. ამიტომაც, ნაციონალური რაგბის ლიგისთვის (LNR) რთული გადასაწყვეტი იყო, როგორ გადაანაწილებდნენ 6 საგზურს და მათ მოითხოვეს, რომ მონაწილე გუნდების რაოდენობა 20-დან 24-მდე გაზრდილიყო და თითოეულ ჩემპიონატს, პრემიერშიპს, პრო 14-ს და ტოპ 14-ს რვა-რვა გუნდი გაეყვანა ჩემპიონთა თასზე.

თუ ეს ფორმატი მიღებული იქნა, საფრანგეთიდან ჩემპიონთა თასზე "ბორდო", "ლიონი", "რასინგ 92", "ტულონი",  "ლა როშელი", "კლერმონი", "ტულუზი" და "მონპელიე" ითამაშებენ.

"LNR-ს წინადადებას როგორც ჩანს, ჩვენი ინგლისელი და კელტი პარტნიორებიც მიიღებენ, რომლებსაც თავიანთ კლუბებთან და ფედერაციებთან კონსულტაციები ექნებათ. ვიმედოვნებთ, რომ ეს გეგმა მალე დამტკიცდება, რათა შემდეგი სეზონისთვის სათანადოდ ვიფიქროთ", - განაცხადა "ლიონის" პრეზიდენტმა იან რუბერმა, რომელიც EPCR-ის მმართველი კომიტეტის წევრიცაა.

ფრანგების პროექტის მიხედვით, 12 გუნდი გადანაწილებული უნდა იქნას 2 ჯგუფში და ერთი ქვეყნის წარმომადგენლები, ერთმანეთს  არ უნდა ეთამაშნონ. მეოთხედფინალში კი, ორივე ჯგუფიდან ოთხ-ოთხი გუნდი გავა.

24-გუნდიანი ფორმატი ერთჯერადი უნდა იყოს, მხოლოდ 2020/2021 წლების სეზონის განმავლობაში, ხოლო შემდეგ კვლავ 20 გუნდამდე შემცირდეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი ფორმატით ჩატარდება გაისად ჩელენჯ თასი.

გარდა ამისა, EPCR წლევანდელი სეზონის დასრულებას გეგმავს და იმედოვნებს, რომ ფინალების ჩატარება ოქტომბერში მოხდება. 

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა