6 ერი და რაგბი ჩემპიონშიპი ერთდროულად? - რაგბის სამყაროში ახალ კალენდარზე მუშაობენ

6 ერი და რაგბი ჩემპიონშიპი ერთდროულად? - რაგბის სამყაროში ახალ კალენდარზე მუშაობენ

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ 6 ერის და რაგბი ჩემპიონშიპის ტურნირები ერთდროულად ჩატარდეს.

როგორც ირკვევა, აღნიშნულ იდეას 6 ერი უფრო მეტად ემხრობა, The Telegraph-ის მიხედვით ახალ გლობალურ კალენდარზე მიმდინარეობს მუშაობა, რომლის მიხედვითაც 6 ერის ტურნირი, ისევე როგორც რაგბი ჩემპიონშიპის გათამაშება მარტსა და აპრილში გაიმართება. 

ასეთ შემთხვევაში ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდები ოქტომბერში ესტუმრებიან სამხრეთ ნახევარსფეროს გუნდებს, შემდეგ კი ახალი გლობალური კალენდრის მიხედვით ევროპაში დაბრუნდებიან და ნოემბერში გამართავენ ტესტ-მატჩებს. 

როგორც ჩანს, აღნიშნული მოდელი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, რადგან მასში სანაკრებო და საკლუბო რაგბი მინიმალურად ემთხვევა ერთმანეთს. ამ იდეას მხარს უჭერს აგრეთვე "მსოფლიო რაგბის" ხელმეორედ არჩეული პრეზიდენტი ბილ ბომონტიც.

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია