ავსტრალიამ "მსოფლიო რაგბისგან" სოლიდური ფინანსური დახმარება მიიღო

ავსტრალიამ "მსოფლიო რაგბისგან" სოლიდური ფინანსური დახმარება მიიღო

"რაგბი ავსტრალიამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ "მსოფლიო რაგბისგან" მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება მიიღო.

კორონავირუსის პანდემიამ ავსტრალიური რაგბი მძიმე დღეში ჩააგდო და ფინანსური კოლაფსის წინაშე დააყენა, რის გამოც კავშირის თანამშრომლებს, პერსონალს და მორაგბეებს ხელფასები 30-50%-ით დააკლეს და შესაძლოა, შემდგომში კიდევ უფრო შეუმცირდეთ. 

"მსოფლიო რაგბიმ" რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული წევრი ქვეყნების და რეგიონალური ორგანიზაციის დახმარებისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფდა. 

ცნობილი გახდა, რომ "მსოფლიო რაგბიმ" უკვე გამოყო დახმარების 26.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით 32.3 მილიონი დოლარი) დახმარების პაკეტი იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც დახმარება დაუყონებლივ სჭირდებოდა და "რაგბი ავსტრალიამ" 14.2 მილიონი ავსტრალიური დოლარი მიიღო, რაც დაახლოებით 9.1 მილიონ ამერიკულ დოლარს უდრის.

"ჩვენმა თამაშმა უზარმაზარი გავლენა განიცადა Covid 19-ის პანდემიის გამო და მადლობლები ვართ "მსოფლიო რაგბის", რომელიც ამ რთულ დროს დაგვეხმარა. ეს გადაუდებელი ფინანსური დახმარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა "რაგბი ავსტრალიის" აღმასრულებელმა დირექტორმა რობ კლარკმა.

კომენტარები

ემილიანო ბოფელი ტოპ 14-ში?
სერიული მკვლელი რაგბი ლიგის მატჩზე
123 ქვეყანა, რომლებიც დღეის მდგომარეობით "მსოფლიო რაგბის" წევრები არიან
12 ქართველი მორაგბე, რომლებსაც ჩემპიონთა თასზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული
ქართველების "მონპელიე" ხელფასების დაკლებას დათანხმდა
აგუსტინ პიშომ წლევანდელი 4 ერის ჩატარების საუკეთესო ვარიანტი დაასახელა
სანაკრებო რაგბის ყველაზე გამოცდილი თხუთმეტეული
არგენტინის ნაკრების კვაჭი ინგლისის პრემიერშიპში?
"ხაგუარესის" მორაგბეებს შეუძლიათ გუნდიდან წავიდნენ - ფრენჩაიზის მომავალი გაურკვეველია
ოფიციალურად: "სანვულვზის" ბედი გარკვეულია