იაპონელები, შესაძლოა, სუპერ რაგბიში განსხვავებული ფორმატით დარჩნენ

იაპონელები, შესაძლოა, სუპერ რაგბიში განსხვავებული ფორმატით დარჩნენ

იაპონია, შესაძლოა, სუპერ რაგბიში მომავალში ვიხილოთ, ოღონდ ეს მოხდება განსხვავებული ფორმატით.

როგორც მოგეხსენებათ, "სანვულვზი" გათამაშებაში 2016 წლიდან ჩაერთო, თუმცა შარშან "სანზაარმა" გადაწყვიტა, რომ "მზის მგლები" 2021 წლიდან "ზე რაგბიში" აღარ ითამაშებდნენ და მონაწილე გუნდების რაოდენობა კვლავ 14 გახდებოდა, როგორც ეს 2010 წლამდე იყო.

ავსტრალიური The Sydney Morning Herald იუწყება, რომ გეგმაშია იაპონელების პლეი-ოფიდან ჩართვა. კონკრეტულად კი, იაპონიის შიდა ჩემპიონატის ტოპ ლიგის საუკეთესო ორი გუნდი, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის და სამხრეთ აფრიკა/არგენტინის კონფერენციების გამარჯვებულებთან ერთად ითამაშებს. ეს არის მრავალი ვარიანტიდან ერთ-ერთი, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს.

"სანზაარს" გეგმაში ჰქონდა, რომ სუპერ რაგბი 14-გუნდიანი ფორმატს დაბრუნებოდა და გაუქმებულიყო კონფერენციები, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ, შეწყვეტილმა სეზონმა და ფინანსურმა ზარალმა, მათი გეგმები შეცვალა და ოთხივე წევრმა ახალ  მოდელზე დაიწყო მუშაობა.

ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, შესაძლოა, ვიხილოთ სამი კონფერენცია, როგორც საშინაო პირველობები და მათგან ორ-ორი საუკეთესო გუნდი პლეი-ოფში გავიდეს, რომელთაც იაპონიის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი შეუერთდებიან. ეს გუნდები 2020 წლის მდგომარეობით, სეზონის გაუქმებამდე იყვნენ "პანასონიკ უაილდ ნაითი" და "კობელკო სტილერსი".

"სანვულვზის" სუპერ რაგბიდან გასვლის შემდეგ, იაპონელების ამ გზით სუპერ რაგბიში ჩართვა საკმაოდ მიმზიდველია  ავსტრალიისთვის და ახალი ზელანდიისთვის, რადგან ეს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება კომერციული თვალსაზრისით და  ასევე აწყობთ, რომ დროის სარტყელი ერთმანეთთან მიახლოებული აქვთ.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჯერ იდეის დონეზეა, თუმცა ფაქტია, რომ "სანზაარი" კვლავ დაინტერესდა იაპონელების სუპერ რაგბიში ხილვით. 

იქამდე, უფრო ახლო პერსპექტივაში კი, საუბარია "სანვულვზის" ავსტრალიის შიდა ჩემპიონატში ჩართვაზე, რომელიც ივლისის დასაწყისში უნდა დაიწყოს, სადაც სუპერ რაგბის ოთხი ფრენჩაიზი "რებელსი", "ბრამბიზი", "რედსი", "ვორათასი" და "ვესტერნ ფორსი" ითამაშებენ, რომელიც 2018 წელს გარიცხეს "ზე რაგბიდან". როგორც ირკვევა, იაპონელების ავსტრალიის ჩემპიონატში ჩართვა ორივე მხარეს სურს, თუმცა ტურნირის ორგანიზატორები დარწმუნებულნი არ არიან, რომ ავსტრალიის ხელისუფლება "სანვულვზს" ქვეყანაში შესვლის უფლებას მისცემს, რადგან პანდემიის გამო, ავსტრალიაში საზღვრები ჩაკეტილია. 

კომენტარები

გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო
გასული კვირის ტოპ 10 სიახლე