"ბორჯღალოსნებს" ივლისში სამხრეთ აფრიკაში ვეღარ ვიხილავთ - ზაფხულის ტესტები გადაიდო

"ბორჯღალოსნებს" ივლისში სამხრეთ აფრიკაში ვეღარ ვიხილავთ - ზაფხულის ტესტები გადაიდო

"მსოფლიო რაგბიმ" დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ივლისის საერთაშორისო ტესტები გადაიდო.

რთული მისახვედრი არ გახლავთ, რომ მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. "მსოფლიო რაგბიმ" გაითვალისწინა მთავრობების და ჯანმრთელობის სააგენტო დირექტივები და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კვლავ მოქმედებს საკარანტინო შეზღუდვები. აკრძალულია საერთაშორისო მოგზაურობები და ბევრ ქვეყანაში, სპორტსმენებს არ აქვთ სათანადო მომზადების საშუალება, რაც შეუსაბამოს ხდის ივლისის ტესტების ჩატარებას.

2020 წლის დანარჩენ საერთაშორისო ფანჯრებზე მონიტორინგი გაგრძელდება, დაინტერესებულ მხარეებთან და შესაბამის ორგანოებთან ერთად. წლის დარჩენილი კალენდარის შესწორებაში მონაწილეობას მიიღებს ყველა მხარე: "მსოფლიო რაგბის" წევრი კავშირები, საერთაშორისო ტურნირები, საერთაშორისო საკლუბო ტურნირები, საერთაშორისო კატეგორიის მორაგბეები და იმსჯელებენ ყველა პოტენციურ ვარიანტზე. 

ყველა გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ქვეყნების მთავრობების სამოგზაურო შეზღუდვებზე, საკარანტინო მდგომარეობებზე და ჯანმრთელობის სააგენტოს რეკომენდაციებზე. ასევე გათვალისწინებული იქნება ყველაფერი, რაც მოთამაშეების კეთილდღეობის საკითხს ეხება. 

ამრიგად, საქართველოს ნაკრების ივლისის ტესტების მატჩები გადადებულია. "ბორჯღალოსნებს" სამხრეთ აფრიკულ ტურნე უნდა ჰქონდათ და სულ სამი მატჩი უნდა ეთამაშათ: 4 ივლისს "ბულზის" წინააღმდეგ, 11-ში სამხრეთ აფრიკის "ა" ნაკრებთან უნდა მოესინჯათ ძალები, ხოლო 18 ივლისს ისტორიული ტესტ-მატჩი უნდა ჰქონოდათ მსოფლიო ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ, თანაც ეს პორტ ელიზაბეთში ნელსონ მანდელას 100 წლის იუბილეზე უნდა მომხდარიყო.

"მსოფლიო რაგბის" განცხადებაში ნახსენები არ იყო, მოგვიანებით გაიმართება თუ არა ეს მატჩები და ამის შესახებ გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული.

კომენტარები

ტოპ 14-ის და პრო დ2-ის ახალი სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია
გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო