ოფიციალურად: "მსოფლიო რაგბიმ" ახალი წევრები მიიღო

ოფიციალურად: "მსოფლიო რაგბიმ" ახალი წევრები მიიღო

© World Rugby

დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ "მსოფლიო რაგბიმ" სამი ახალი წევრი მიიღო. რაგბის მმართველი ორგანოს ასოცირებული წევრები გახდნენ: იორდანია, ყატარი და თურქეთი.

გარდა ამისა, დღევანდელი დღე ისტორიული გამოდგა ურუგვაისთვის, რადგან პირველად დაესწრო "მსოფლიო რაგბის" საბჭოს სხდომას, რომელიც ორგანიზაციის გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო გახლავთ. მათ გაითვალისწინეს რეგიონალური და  აღმასრულებელი კომიტეტების რეკომენდაციები, რომლებიც სამივე კავშირზე ადასტურებენ, რომ ორგანიზაციაში მიღებისთვის საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და ისინი მიღებულნი იქნენ ასოცირებულ წევრებად.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ "მსოფლიო რაგბის" წევრი ქვეყნების რიცხი 127-მდე გაიზარდა.

კვლევის თანახმად, თურქეთში რაგბი მზარდი სპორტია, მის მიმართ ინტერესი სწრაფად იზრდება და ამ სახეობით 9 მილიონ  ადამიანამდეა დაინტერესებული. 

იორდანია და ყატარი აზიურ რაგბიში დიდი ნაბიჯებით მიიწევენ წინ. ყატარში რაგბის პირველი კლუბი 1974 წელს დაარსდა, ხოლო 2006 წელს საერთაშორისო დონეზე ჰქონდა დებიუტი. 

იორდანიაში წარმატებულია ქალთა რაგბი, ხოლო 15-კაცაში საერთაშორისო დებიუტი 2010 წელს ჰქონდა. სწორედ იორდანიაშია დაფიქსირებული საინტერესო რეკორდი - ზღვის დონიდან 400 მეტრით დაბლა ითამაშეს რაგბი. 

"ვაგრძელებთ ჩვენი ვალდებულების იმ ნაწილს, რომელიც თამაშის გლობალურ გაზრდას ეხება და მოხარულნი ვართ, რომ მივესალმოთ ჩვენს სამ ახალ ასოცირებულ წევრს, იორდანიას, ყატარს და თურქეთს. სამი კავშირი, რომლებსაც რაგბისადმი საინტერესო მიდრეკილება და პოტენციალი გააჩნიათ. 

რაგბის ოჯახი დააჩქარებს ჩვენი სპორტის ზრდას ამ ქვეყნებში. მათ ექნებათ უწყვეტი მხარდაჭერა და ვუზრუნველყოფთ, რომ მოხდეს  ამ სამი ახალი კავშირის განვითარება მდგრადი და ეფექტური გზით", - განაცხადა "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა ბილ ბომონტმა.    

"იორდანიის რაგბის საზოგადოების სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო "მსოფლიო რაგბის" ყველა წევრს იორდანიის  ასოცირებულ წევრად მიღებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იორდანიაში რაგბის განვითარებისთვის და დამსახურებული ჯილდოა, მას შემდეგ, რაც უკანასკნელ 10 წელში შესრულდა უზარმაზარი ძალისხმევა რაგბის მიმართულებით", - თქვა იორდანიის რაგბის კომიტეტის თავმჯდომარემ, პრინცმა მირედ რა'ად ზაიდ ალ-ჰუსეინმა. 

"ყატარის რაგბის ფედერაციის, ყველა მორაგბის და გულშემატკივრების სახელით მინდა ვთქვა, რომ დიდი პატივია და მოხარულნი ვართ, რომ გავხდით "მსოფლიო რაგბის" ასოცირებული წევრი. ყატარში რაგბის 40 წელია ვთამაშობთ და ეს აღიარება ხელს შეუწყობს თამაშის ზრდას ჩვენს ქვეყანაში და იმედი მაქვს, რომ გავაუმჯობესებთ ჩვენს კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო დონეზე", - აღნიშნა ყატარის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა იუსეფ ალ ქუვარარმა.

"თურქეთის რაგბის ფედერაციის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო "მსოფლიო რაგბის" და "რაგბი ევროპას", მხარდაჭერისა და ნდობისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გავხდით ასოცირებული წევრი და ნაწილი "მსოფლიო რაგბის" ოჯახის. ეს იქნება უდიდესი სტიმული თურქული რაგბის განვითარებისთვის, ჩვენ დიდხანს ვოცნებობდით და ვმუშაობდით იმაზე, რომ "მსოფლიო რაგბიში" გავწევრიანებულიყავით. ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დაგვეხმარა, რომ ამ მნიშვნელოვანი ეტაპისთვის მიგვეღწია" - ციტირებს თურქეთის რაგბის ფედერაციის მურატ პაზანის სიტყვებს "მსოფლიო რაგბის" ოფიციალური ვებგვერდი. 

კომენტარები

ისრაელ ფოლაუს მომავალი გარკვეულია
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოკითხვაში მონაწილეობს
დავით ზირაქაშვილი: "ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა"
"ბრამბიზმა" სუპერ რაგბი ავსტრალია გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
"ჯვაროსნებმა" "მთიელები" მეორე ტაიმში დაარბიეს [VIDEO]
კარტერმა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ სამშობლოში პირველად ითამაშა [VIDEO]
ფორმულა ერთის მანქანის და მორაგბეების შერკინება [VIDEO]
დავით ზირაქაშვილი ტოპ 14-ის კლუბთან ითანამშრომლებს, რომელიც "კლერმონი" არაა
"დაქსმა" ქართველი ბურჯი დაიმატა
"რედსმა" საშინელი სერია შეწყვიტა - ავსტრალიური სუპერ რაგბი დაიწყო [VIDEO]