ჯულიან სავეას სამშობლოში დაბრუნება სურს

ჯულიან სავეას სამშობლოში დაბრუნება სურს

ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილ ვარსკვლავს ჯულიან სავეას, სამშობლოში დაბრუნება სურს.

29 წლის ფრთამ "ტულონი" დატოვა და ახალი კლუბის ძიებაშია. როგორც თავად აცხადებს, მისი სურვილი კვლავ სამშობლოში თამაშია და მოხარული იქნება, თუ წლევანდელ "სუპერ რაგბი აოთიროაში" მიიღებს მონაწილეობას.

"შემოთავაზებებს ველოდები. იდეალური, "ჰარიქეინსში" დაბრუნება იქნებოდა. თუ ასე არ მოხდა, ეს, შესაძლოა, იყოს სხვა ფრენჩაიზი, იყოს იაპონური ან რაგბი ლიგის ვარიანტი. ვნახოთ რა იქნება. 

მინდა მადლობა გადავუხადო "ტულონის" გულშემატკივრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდით იყო ამ ორი სეზონის განმავლობაში. მადლობელი ვარ გუნდელების, მწვრთნელები და კლუბის ყველა წევრის. სამუდამოდ მადლიერი ვიქნები ამ გამოცდილების და "ტულონში" გატარებული დროის გამო", - განაცხადა სავეამ.

შეგახსენებთ, რომ სავეა "ოლ ბლექსის" ყველა დროის საუკეთესო მელელოვეებს შორის, კრისტიან ქალენთან და ჯო როკოსოკოსთან ერთად, მეორე ადგილზეა - 54 კეპი, 46 ლელო. მან "ტულონის" რიგებში 41 შეხვედრა ჩაატარა და 9 ლელო გაიტანა

კომენტარები

ტოპ 14-ის და პრო დ2-ის ახალი სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია
გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო