ბერნარდ ლაპორტი: "ჩემპიონთა თასი ფინანსურად წამგებიანი ტურნირია"

ბერნარდ ლაპორტი: "ჩემპიონთა თასი ფინანსურად წამგებიანი ტურნირია"

"მსოფლიო რაგბის" ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა და საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპორტმა განაცხადა, რომ EPCR-ის ორგანიზებით გამართული ევროთასები ძალიან კარგი ტურნირებია, მაგრამ ისინი კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი  არაა.

ლაპორტი ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნება, თუ მოხდება ევროთასების გაუქმება და ამის ნაცვლად, ჩატარდება საკლუბო მსოფლიო თასი.

"თუ საკლუბო მსოფლიო თასის პროექტი განხორციელდა, მაშინ პარალელურად სამი ტურნირის ჩატარება შეუძლებელი იქნება. შეუძლებელია, ერთდროულად ტოპ 14-ის, ჩემპიონთა თასის და საკლუბო მსოფლიო თასის ერთად გამართვა. ჩემპიონთა თასს ძალიან კარგად ვიცნობ, ეს ტურნირი "ტულონში" მწვრთნელობისას სამჯერ მოვიგე, მაგრამ ამ დროს, კლუბის პრეზიდენტის მურად მუჯელალისგან გამუდმებით მესმოდა, რომ ტურნირი ფინანსურად წამგებიანი იყო. ეს არის ძალიან საინტერესო, მაგრამ კომერციული თვალსაზრისით არამომგებიანი შეჯიბრება და ვიცი რატომაც.

თქვენ უყურებთ როლან გაროსის ტურნირს, თუ მონაწილეობას არ მიიღებენ ნადალი, ჯოკოვიჩი და ფედერერი? ან ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგას, "რეალის" და "ბარსელონას" გარეშე? სპორტული ტურნირები ფასდება იმის მიხედვით, თუ ვინ მონაწილეობს მასში. რომ შევხედოთ ფეხბურთს, უძლიერესი ფეხბურთელები სწორედ ევროპაში, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ, რომელთა გარეშეც, ეს ტურნირი ასეთი საინტერესო არ იქნებოდა.

რაგბის შემთხვევაში სხვაგვარი სიტუაციაა, მსოფლიო დონის ბევრი მორაგბე ევროპაში არ თამაშობს. მე მჯერა, რომ საკლუბო მსოფლიო თასი მნიშვნელოვან შემოსავლებს მოუტანს არა მხოლოდ კლუბებს, არამედ ფედერაციებსაც და გულშემატკივრებისთვისაც უფრო საინტერესო იქნება", - თქვა ლაპორტმა.

 

კომენტარები

სუპერ რაგბი აოტეაროა: "ჰარიქეინსმა" დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა [VIDEO]
რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა