"სანვულვზი" ავსტრალიურ ტურნირში ჩართვას გეგმავს

"სანვულვზი" ავსტრალიურ ტურნირში ჩართვას გეგმავს

იაპონურმა "სანვულვზმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ სუპერ რაგბის ავსტრალიურ ვერსიაში მონაწილეობისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს.

რაგბი ავსტრალიამ ორშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანაში რაგბის განახლებას გეგმავს და მოხარულნი იქნებიან, თუ სუპერ რაგბის ავსტრალიურ ვერსიაში ადგილობრივ ფრენჩაიზებთან ერთად მონაწილეობას "ვესტერნ ფორსი" და "სანვულვზიც" მიიღებენ. 

"სანვულვზი" სუპერ რაგბიში წელს ბოლო წეზონს ატარებდა, თუმცა კორონავირუსის გამო სავარაუდოდ ტურნირი აღარ განახლდება და ამის გამო, მასში მონაწილე ქვეყნებმა თავიანთი ფრენჩაიზების მონაწილეობით შიდა ტურნირების ჩატარება დაგეგმეს. ახალ ზელანდიაში 5 გუნდიანი საშინაო ტურნირი 13 ივნისს უნდა დაიწყოს, ხოლო ავსტრალიაში კი  რაგბის განახლებას ივლისის დასაწყისისთვის გეგმავენ. 

ავსტრალიურ ტურნირში ჩართვასთან დაკავშირებით 'სავულვზის" აღმასრულებელმა დირექტორმა იუჯი ვატასემ განაცხადა, რომ ისინი ბედნიერები იქნებოდნენ მასში მონაწილეობით და ამისათვის მათი გუნდი ავსტრალიაში დაბანაკდებოდა. 
 

კომენტარები

ტოპ 14-ის და პრო დ2-ის ახალი სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია
გიორგი შკინინის დაუვიწყარი ლელო და ჩაჭრის შედეგად დადებული სხვა ტოპ ლელოები მსოფლიო თასებზე [VIDEO]
"მსოფლიო რაგბიმ" საქართველოს არასრული რუკა გამოსახა
ქართველების "სტად ფრანსე" აქტიურობას განაგრძობს
ბერნარდ ლაპორტი პრეზიდენტობას ისევ აპირებს
პატივისცემა და ემოციები რაგბიში 2020 [VIDEO]
მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მორაგბეა [+VIDEO]
იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" "ოლ ბლექსს" უნდა მიბაძოს"
"ბრივის" სამი ქართველი ესპუარი მომდევნო სეზონისთვის ძირითად გუნდთან ერთად ემზადება
"ლესტერ ტაიგერსმა" ტელუსა ვეაინუს შემცვლელს მიაგნო