10 რამ, რაც აგუსტინ პიშომ არგენტინის და ამერიკის კონტინენტის რაგბისთვის გააკეთა

10 რამ, რაც აგუსტინ პიშომ არგენტინის და ამერიკის კონტინენტის რაგბისთვის გააკეთა

"მსოფლიო რაგბის" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აგუსტინ პიშომ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ბილ ბომონტთან დამარცხდა, ორგანიზაცია ოფიციალურად დატოვა.

არგენტინის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა უარი თქვა "მსოფლიო რაგბის" საბჭოში ყოფნაზე, რომელიც მას ეკუთვნოდა, როგორც  არგენტინის რაგბის კავშირის წარმომადგენელს, ასევე დატოვა რაგბის მსოფლიო თასის საბჭო და ამერიკული რაგბის პრეზიდენტის პოსტი.

არგენტინის რაგბის კავშირმა ყოფილ კაპიტანს, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის საკუთარი ქვეყნის პირველ დონის გუნდებში  აღზევებაში, ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა და გამოაქვეყნა 10 პროექტი, რომელიც პიშომ "პუმებისთვის" და ამერიკის კონტინენტის რაგბის განვითარებისთვის გააკეთა.

1. რაგბის დაბრუნება ოლიმპიადაზე, რაშიც პიშოს დიდი წვლილი მიუძღვის და ეს არამარტო ამერიკის კონტინენტისთვის, არამედ მთლიანად გლობალური რაგბისთვის დიდი მიღწევაა. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის წარდგენილი იქნა კონკრეტული პროექტი, 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე რაგბი 7-ქალას და 7-კაცას სახით იქნა წარდგენილი და მონაწილეობა 12-12 გუნდმა მიიღო. მათ შორის, ამერიკის კონტინენტიდან მონაწილეობდნენ: ბრაზილია, აშშ, კანადა (ქალები),  არგენტინა (კაცები) და კოლუმბია (ქალები). კანადამ, ბრინჯაოს მედლების მოპოვება მოახერხა.

2. არგენტინის რაგბის კავშირში შეიქმნა ფონდი, რომელიც ეხმარება იმ მორაგბეებს, რომლებმაც სერიოზული ტრავმა მიიღეს.

3. მოხდა ქალთა რაგბის მზარდი ზრდა, როგორც არგენტინაში, ისე მთლიანად ამერიკის კონტინენტზე. 

4. არგენტინულმა გუნდმა "პამპას XV"-მა მონაწილეობა მიიღო ვოდაკომის თასზე (2010-2013) და წყნარი ოკეანის გამოწვევაში (2014-2015). 

5. არგენტინის ნაკრების ჩართვა 2012 წელს 3 ერის ტურნირზე, რომელიც რაგბი ჩემპიონშიპად იქცა და "პუმები" ყოველწლიურად ეთამაშებიან ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და სამხრეთ აფრიკას ორ-ორ მატჩს.

6. შეიქმნა პირველი არგენტინული პროფესიონალური ფრენჩაიზი "ხაგუარესი", რომელიც 2016 წლიდან სუპერ რაგბიში გაწევრიანდა და ასპარეზობს მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ საკლუბო ტურნირზე.

7. არგენტინული ფრენჩაიზი "ხაგუარეს XV" ჩაერთო ქარის თასის პირველ დივიზიონში.

8. "მსოფლიო რაგბის" საბჭოში არგენტინას დაემატა ხმები და მიიღო 3 ხმის უფლება, ისევე როგორც აქვთ სხვა პირველი დონის ქვეყნებს. ასევე 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულებისთანავე საბჭოში გაწევრიანდა ურუგვაის რაგბის კავშირი და 1 ხმის უფლება მიიღო.

9. 2009 წელს დაარსდა ამერიკის რაგბი ჩემპიონშიპი, რომლის გარდაქმნაც მოხდა 2016 წელს. ტურნირმა ორგანიზებული სახე მიიღო. თუ ადრე მონაწილეობას 4 გუნდი იღებდა და ხშირად ისინი გუნდების სახით, სარეზერვო შემადგენლობებით ან მოწვეული ქვეყნებით იყვნენ წარდგენილები, 2016 წლიდან არგენტინა XV და ხუთი ეროვნული ნაკლები: ურუგვაი, აშშ, კანადა, ბრაზილია და ჩილე მონაწილეობენ. ასევე 2018 წელს დაარსდა ამ ტურნირის მეორე დივიზიონი, ამერიკული რაგბის გამოწვევა, რომელშიც 4 გუნდი ასპარეზობს. 2018 წელს კოლუმბიამ, პარაგვაიმ, მექსიმამ და გაიანამ ითამაშეს, ხოლო 2019 წელს ეს უკანასკნელი კაიმანის კუნძულებმა ჩაანაცვლა. გამარჯვებული ორჯერვე კოლუმბია გახდა.

10. 2020 წელს დაარსდა პირველი პროფესიონალური საკლუბო ტურნირი სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე - "სუპერლიგა ამერიკანა", რომელშიც მონაწილეობენ  არგენტინული, ბრაზილიური, ჩილეური, ურუგვაული და პარაგვაული ფრენჩაიზები, ხოლო გაისად კოლუმბიელებიც შეუერთდებიან.   

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა