"აქ მხოლოდ ცვლილებების გამო ვიყავი" - პიშომ "მსოფლიო რაგბი" დატოვა

"აქ მხოლოდ ცვლილებების გამო ვიყავი" - პიშომ "მსოფლიო რაგბი" დატოვა

"მსოფლიო რაგბის" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აგუსტინ პიშომ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ბილ ბომონტთან დამარცხდა, ორგანიზაცია ოფიციალურად დატოვა.

არგენტინის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა უარი თქვა "მსოფლიო რაგბის" საბჭოში ყოფნაზე, რომელიც მას ეკუთვნოდა, როგორც  არგენტინის რაგბის კავშირის წარმომადგენელს, ასევე დატოვა რაგბის მსოფლიო თასის საბჭო და ამერიკული რაგბის პრეზიდენტის პოსტი.

"გადავწყვიტე, რომ აღარ ვიყო არგენტინის წარმომადგენელი "მსოფლიო რაგბის" საბჭოში, ასევე უარი ვთქვა რაგბის მსოფლიო თასის საბჭოს წევრობაზე და ამერიკული რაგბის პრეზიდენტობაზე. მადლობელი ვარ იმ პასუხისმგებლობისა და ნდობისთვის, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მქონდა.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ დრომდე "მსოფლიო რაგბის" ნაწილი ვიყავი და თავის მხრივ, რამაც მიბიძგა საპრეზიდენტო  არჩევნებზე კანდიდატურის წამოყენებაზე, არის ის ცვლილებები, რომელიც მწამს, რომ რაგბის სჭირდება, მაგრამ ჩემი გეგმები და კანდიდატურა არჩეული არ იქნა, რის გამოც ვარჩიე, რომ "მსოფლიო რაგბი" დამეტოვებინა. მე ვერ წარმომიდგენია თანამდებობაზე ყოფნა, მხოლოდ მისი დაკავების მიზნით.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაგბის ვშორდები. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის გავაგრძელებ ბრძოლას იმაზე, რომ მივიღოთ უფრო სამართლიანი და თანასწორი გლობალური რაგბი. ამაყი ვარ, რომ ამ ყველაფერში ვმონაწილეობ და ასევე გავაგრძელებ", - განაცხადა 45 წლის პიშომ, რომელსაც არგენტინის რაგბის კავშირმა ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა. 

შეგახსენებთ, რომ "მსოფლიო რაგბის" საპრეზიდენტო არჩევნებზე აგუსტინ პიშომ 23 ხმა დააგროვა, ხოლო ბილ ბომონტმა - 28. 

კომენტარები

რიჩი მო'უნგას გენიალური თამაში "ბლუზის" წინააღმდეგ [VIDEO]
"კრუსეიდერი" დამუარცხებელ სერიას აგრძელებს [VIDEO]
ვორათაზი - ვესტერნ ფორსი [თამაშის ბმულები]
კრუსეიდერსი - ბლუზი [თამაშის ბმულები]
ყველა ქართული ლელო, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატის ოთხ ტურში დაიდო [VIDEO]
არგენტინის ნაკრების ყოფილი ბურჯი ამერიკის ჩემპიონატში ითამაშებს
ჯორჯი "სარასენსის" ერთგულია
ოფიციალურად: 2020 წელს დაგეგმილი კიდევ ორი სანაკრებო ტურნირი გაუქმდა
"კლერმონს" იაპონელი ვარსკვლავი შეუერთდა
"ექსეტერ ჩიფსმა" სანტიაგო კორდეროს უმცროსი ძმა გაიფორმა